ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტოფარეხია, თუმცა დაათვალიერეთ შიგნით - გაოცდებით!

ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტოფარეხია, თუმცა დაათვალიერეთ შიგნით - გაოცდებით!

გაინტერესებთ რა ღირს? არც მეტი, არც ნაკლები 29 მლნ დოლარი!

ყოველთვის ყველაფერი ისე როდი გამოიყურება, როგორც მიჩვეულები ვართ. მაგალითად, თუნდაც ეს სახლი ავიღოთ ნიუ-იორკში. ერთი შეხედვით გაგიკვირდებათ, ამ სახლში 29 მილიონი დოლარი ვინ და როგორ უნდა გადაიხადოსო. თუმცა, დავიწყოთ იმით, რომ საამისოდ არსებობს სულ ცოტა, 2 მნიშვნელოვანი ნიუანსი - ერთი, რომ სახლი მდებარეობს ცენტრში, ისთ საიდში, ეს კი ყველაზე ფეშენებელური და ძვირად ღირებული რაიონია და მეორე, ამ სახლს აქვს ორადგილიანი ავტფორეხი, რაც საკმაოდ დიდ პრიორიტეტად ითვლება, რამეთუ ცენტრში პარკირების საკითხი ძალიან მწვავედ დგას.

და ეს ყველაფერი როდია, დავუბრუნდეთ სახლის იერსახეს და გავიხსენოთ ძველი ბრძნული გამონათქვამი, ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო როდიაო. ამ შემთხვევაში კი პირიქითაა. ვეცდებით, ამაში დაგარწმუნოთ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს სახლი ერთ ოჯახზეა გათვლილი.

სასტუმრო ოთახი და ოჯახის კინოთეატრი. სამზარეულო უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. დახურული აუზი, რატომაც არა, სახლი თუ 29 მილიონი ღირს?  სართულები ერთმანეთს კიბით უკავშირდება, თუმცა არის ლიფტიც, ბოლოს და ბოლოს, 6 სართულს ხომ არ ეხუმრებით. აქვეა სპა და სპორტული დარბაზი იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს