"იმედია, ისეთ მეორე ნახევარს ნახავს, როგორიც მის დედას გაუხარდება" - ანა ახვლედიანი და ოთო ფოლადაშვილი დაშორდნენ

"იმედია, ისეთ მეორე ნახევარს ნახავს, როგორიც მის დედას გაუხარდება" - ანა ახვლედიანი და ოთო ფოლადაშვილი დაშორდნენ

მოდელი ანა ახვლედიანი და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი დაშორდნენ. თითქმის ერთწლინი ურთიერთობა წყვილმა ერთი თვის წინ დაასრულა. როგორც ანა "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, ორივემ ერთდროულად მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ბოლო დროს "ერთმანეთს ვერ გაუგეს და კონფლიქტებს ცივილიზებულად დაშორება" ამჯობინეს.

"ერთი თვე იქნება, რაც მე და ოთო ერთად აღარ ვართ. ცივილიზებულად ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი შემდგომი ურთიერთობისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. არ მინდოდა, ოთო როგორც ადამიანი, დამეკარგა, მას ძალიან ვაფასებ.

- განიცადეთ ეს ამბავი?

- რა თქმა უნდა, მაგრამ რას ვიზამთ. ოთოს ძალიან ვაფასებ, მისი წარმატება გამიხარდება და დარწმუნებული ვარ, მასაც გაუხარდება ჩემი წარმატება. როგორც ადამიანი, ის ძალიან მიყვარს. როგორც ყველა წყვილი ცდილობს რაღაცის გამოსწორებას, ჩვენც ვეცადეთ, ერთმანეთს ბევრჯერ მივეცით შანსი, მაგრამ არ გამოვიდა. საბოლოოდ ასე მოხდა. დიდი იმედი მაქვს, ოთოც და მეც ჩვენს მეორე ნახევარს ვნახავთ...

...წავიკითხე, რომ ოთოს დედამ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, ის ჯერ კიდევ ძიებაშიაო. კი, ის ისევ ძიებაშია. ოთოს ოჯახს შორიდან ვიცნობ, ძალიან ვაფასებ, პატივს ვცემ. იმედია, ოთო ისეთ მეორე ნახევარს ნახავს, როგორიც მის დედას გაუხარდება.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

"ორსულობის პერიოდში ლამის 40 კგ-ს ვიმატებ" - რუსა ჩაჩუას დიეტა და იდეალური ფორმის საიდუმლო

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)

"გაასმაგებულია მუშაობა, ღამეებს ვათენებთ, დაუვიწუყარი ნახევარფინალი გველის" - რას ყვება მემე "დიდი სცენის" კულისებსა და ჟიურიზე