ავტორი:

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

ცნობილი ტელეწამყვანის, ეკა მიშველაძის შვილი, მაკო კვიტაიშვილი თავადაც ტელესახეა. მაკო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო, ახლა კი დილის გადაცემის წამყვანია. მაკო სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მაკო დედა გახდა. ტელეწამყვანს ვაჟი შეეძინა, რომელსაც კიტა დაარქვა. სასიამოვნო სიახლე მაკოსა და მის მეუღლეს, თორნიკე გაგუას მეგობრებმა და ახლობლებმა მიულოცეს:

"ჩემი საყვარელი გოგო დედა გახდა", "დაიბადა კიტა", "უკვე ერთით მეტი, გილოცავთ" - წერენ სოციალურ ქსელში.

სასიხარულო ამბის შესახებ წერს ეკა მიშველაძის მეუღლე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილიც - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა! ჩვენი მაკო გახდა კიტა გაგუას დედა! წონა - 4 და 700! გაუმარჯოს კიტას!" - წერს ის...განაგრძეთ კითხვა

„მუსიკოსთა პარკის“ ღონისძიებების სერიას Salomé de Bahia საკარნავალო განწყობით გახსნის

არავითარი პირბადე, ხალხმრავლობა წითელ ხალიჩაზე, ვარსკვლავები, ფოტოგრაფები: ისე, როგორც პანდემიამდე  - ფოტოები კანის კინოფესტივალიდან

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?