რატომ გაითიშა Youtube?

რატომ გაითიშა Youtube?

ვიდეო პორტალი Youtube რამდენიმე საათის წინ ორი წუთით გაითიშა. მომხმარებელს, რომელიც მსოფლიოს მეორე ყველაზე პოპულარულ საიტზე შესვლას ცდილობდა, ხვდებოდა მესიჯი, რომ მათი კომპიუტერი ცდილობდა დაკავშირებას. მას შემდეგ რაც დაკავშირება არ ხერხდებოდა, ბრაუზერზე გამოდიოდა წარწერა, რომ ვერ ხერხდებოდა მოთხოვნის შესრულება.

სხვა საიტებზე გატანილი Youtube-ის ლინკებიც აგრეთვე არ იტვირთებოდა. "Youtube"-ს ხშირად არ ახასიათებს პრობლემები, მაგრამ აქამდეც შექმნია წინაღობა. მაგალითად გასული წლის ოქტომბერს, როდესაც მომხმარებლებს სერვერულ შეცდომას უჩვენებდა საიტზე გადასვლის დროს.

პრობლემები ძირითადად თავს ევროპაში იჩენდა, როგორც ვებსაიტის გათიშვების დეტექტორმა დააფიქსირა. თუმცა, ეს შესაძლოა ის იუზერები იყვნენ, რომლებიც ნაკლებ ცდილობენ საიტზე შესვლას დროული განსხვავების გამო.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს