როგორ გავარჩიოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ნატურალურისგან

როგორ გავარჩიოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ნატურალურისგან

მიუხედავად მომხმარებლების უკმაყოფილებისა, კორპორაციები აგრძელებენ გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებას. ზოგ ქვეყნებში ნატურალურ პროდუქციაზე სპეციალური მარკირება შემოიღეს. გენმოდიფიცირებული პროდუქცია იმ მიზნით შეიქმნა, რომ აფრიკის ღარიბ ქვეყნებში მოშიმშილე ადამიანები გადაერჩინათ. თუმცა ამ ქვეყნებმა თავად აკრძალეს ასეთი საკვების იმპორტი, ჩათვალეს, რომ მათ ჭამას შიმშილი ჯობდა.

სამწუხაროდ, დადგენა იმისა, არის თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტი, მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებშია შესაძლებელი. ამის მიუხედავად, ყოველმა მყიდველმა უნდა იცოდეს, როგორ გაარჩიოს ის ნატურალური პროდუქტებისგან.

გენმოდიფიცირებულ პროდუქტს იდეალური ფორმა აქვს, ახლის შეხედულებას დიდი ხანი ინარჩუნებს და მათზე მწერები არ სხდებიან. თუ ხედავთ დიდ, მრგვალ, ლამაზ პომიდორს, გვერდი უნდა აუაროთ. საუკეთესო ნიშანი, რომ პროდუქტი ნატურალურია, მისი ნაკლის ნიშანი გახლავთ. გაჭრისას გენმოდიფიცირებული პროდუქტები არ იცვლიან ფორმას და არ გამოყოფენ წვენს. ამჟამად ერთადერთი პროდუქტი, რომლის გენური მოდიფიკაციით გამოყვანა ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი, წიწიბურაა, ამიტომ მისი ყიდვა თავისუფლად შეგიძლიათ.

მომზადებულია takprosto.cc-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს