"პროდუქტი გვაქვს, ბაზარი არა" - კახეთში ატამი ლპება

"პროდუქტი გვაქვს, ბაზარი არა" - კახეთში ატამი ლპება

კახეთში ატმის კრეფის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. ფერმერები მოსავლის დიდ რაოდენობასა და მყიდველის სიმცირეზე საუბრობენ. ადგილობრივები ატმის რეალიზაციაში ცენტრალური ხელისუფლებისაგან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დახმარებას ითხოვენ. გურამ ზარდიაშვილი, რომელიც ხილს სოფელ ჩუმლაყში არსებული ატმის საბითუმო ბაზარზე ყიდის, სეზონის ჩავარდნაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ მოვაჭრეები მათგან მხოლოდ ნარჩევ პროდუქციას ყიდულობენ.

"ერთი წინწკალიც რომ ქონდეს, არ ყიდულობენ, სად წავიღოთ ამდენი მოსავალი? არც ბაზრებია, რომ დაბალ ფასში მაინც გავყიდოთ. გლეხი მიწას დაუბრუნდაო, რომ ამბობენ, სურვილი გვაქვს კი რომ ვიმუშაოთ? არაფერს არ აქვს ფასი, არც მარწყვის მოყვანას, არც ატამს და არც ბოსტნეულს, სად გავყიდოთ, რა გავაკეთოთ? სადაც ატმის უხვი მოსავალია, ამ სოფლებისთვის ერთი ხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება რა გახდა? გასულ წლებში უფრო მეტი გასაღება გვქონდა, ზოგს საკამპოტედ მიჰქონდა, ზოგს სამურაბედ, წელს ეს გაყიდვებიც შემცირდა, ხალხს პურის ფული უჭირს. ჩემი მანქანა არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვა ქალაქში წავიღო ატამი გასაყიდად", - განუცხადა Knews.ge-ს გურამ ზარდიაშვილმა.

მევენახეები საქართველოს სხვა ქალაქებში პროდუქციის გატანას ვერ ახერხებენ. ისინი აცხადებენ, რომ თუ ხილის გაყიდვას დიდი დრო დასჭირდება, მოსავლის ნაწილი ხეზე დალპება. მაშინ როდესაც გელეხები ჩუმლაყში ატამს 20 თეთრადაც ვერ ყიდიან, თბილისში პოდუქციის საბაზრო ფასი 2 ლარს შეადგენს.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა