რამდენიმე საათია თბილისში გადაუღებლად წვიმს. ძლიერ წვიმას თან ახლავს სეტყვა, ჭექა-ქუხილი. რამდენიმე წუთის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე სალომე ლილუაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა.
"მშვიდობით ხართ? სად ჩამოვარდა მეხი?? ვაჟას ძეგლთან უზარმაზარი ხმა იყო და ჭაღი ჩამომიგდო და დამიმსხვრია. კინოში მგონია თავი," - წერს სალომე ლილუაშვილი.
სალომეს ინფორმაციას მეგობრები გამოეხმაურნენ:
"შიშით ვეღარ შევდივარ სახლში" , "გასკდა გული" ,"ისეთი ხმა იყო ვაჟაზე, მეგონა ჩაგვიტანდა", - წერენ კომენტარებში. ასევე იხილეთ: წვიმისგან მოვარდნილი ნიაღვარი გლდანში