როგორ ავარიდოთ თავი ზაფხულის დაავადებებს

როგორ ავარიდოთ თავი ზაფხულის დაავადებებს

მრავალი დაავადება სეზონურ ხასიათს ატარებს. მაგალითად, თუ გაზაფხულის მიწურულს ОРЗ თავის პოზიციებს თმობს, ესტაფეტას ალერგიული დაავადებები იბარებენ, ხოლო ნაწლავური ინფექციებისთვის ზაფხული ყველაზე საყვარელი სეზონია. ცხელი ამინდი შესაძლოა, ბავშვებში კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამომწვევი გახდეს.

ზაფხულში, როგორც წესი, კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკი საგრძნობლად იზრდება. ცხელ პერიოდში ბავშვები მარტივად ავადდებიან. ასეთ დროს მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ შვილებმა არ ჭამონ გაურეცხავი ხილი, რადგან ამან შეიძლება, დიარეა გამოიწვიოს.

ხილი და ბოსტნეული გულისყურით უნდა გაირეცხოს. წყალი გადაადუღეთ და ისე დაალევინეთ ბავშვებს. კუჭ-ნაწლავის დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება დაუბანელი ხელებიც აღმოჩნდეს. დაავადების სიმპტომებია - გულისრევის შეგრძნება, ღებინება, კუჭის აშლილობა. თუ აქედან რომელიმე სიმპტომი აღმოაჩნდა ბავშვს, აუცილებელია მისი დაუყოვნებლად ექიმთან მიყვანა.

გარდა იმისა, რომ საზაფხულო დაავადებები ძირითადად კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, მოწამვლას და ალერგიებს უკავშირდება, ზაფხულის ტიპური დაავადება აგრეთვე არის ჭრილობები და ნაკაწრები, რომლებიც ყურადღებით უნდა გამოიკვლიონ მშობლებმა და ანტისეპტიკური საშუალებებით დაამუშავონ. თუ შეიმჩნევა ჭრილობაზე ან ნაკაწრზე ანთებითი პროცესები, აუცილებელია ბავშვის ექიმთან მიყვანა.

მომზადებულია echo.az-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს