ეს გიგანტური ცხოველები რომ არ გადაშენებულიყვნენ, დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით

ეს გიგანტური ცხოველები რომ არ გადაშენებულიყვნენ, დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით

დღეისათვის ადამიანი დომინანტი მტაცებელია პლანეტაზე. ყველაფერს კი იმას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ეს არსებები, რომლებზეც ქვევით მოგიყვებით, გადაშენდნენ.

მეგისტოტერები

გიგანტური აფთრისებრი არსება, რომელიც 20 მილიონი წლით წინ ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ძუძუმწოვარად. მისი ნეშტის ნარჩენები დასავლეთ აფრიკაშია აღმოჩენილი. სხეულის და თავის ზომა ჯამში 4 მეტრზე მეტს შეადგენდა, კუდის ზომა 1,6 მეტრს, წონა კი ტონა-ნახევარს.

ბასრკბილა ვეფხვი

სპარასოდონტას ჯიშის ბასრკბილა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 10 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მისი ეშვები გამუდმებით იზრდებოდა და ნებისმიერ ზედაპირში შეეძლო შეღწევა. გადაშენდა პლიოცენის პერიოდში, როდესაც პირველი ბასრკბილა კატების შემოსევას ვერ გაუწია კონკურენცია.

გიგანტოპიტეკი

ორანგუტანგის ნათესავი გიგანტური მაიმუნი ჩინეთის ჯუნგლებში ცხოვრობდა. გიგანტოპიტეკი 3 მეტრამდე იყო სიმაღლეში და 550 კილოს იწონიდა. ის ძალიან ძლიერი იყო, რაც მტაცებლების მოგერიებაში ეხმარებოდა. გიგანტოპიტეკები 300 000 წლის წინ გადაშენდნენ კლიმატის ცვლილების გამო.

ენდრიუსარხი

ყველაზე დიდი გადაშენებული ძუძუმწოვარი, რომელიც ეოცენის ხანაში ცენტრალურ აზიაში ბინადრობდა. ენდრიუსარხის თავის ქალა 83 სანტიმეტრია, ყბების ზომა 56 სანტიმეტრი, თუმცა მისი ზომები გაცილებით დიდი შეიძლება იყოს. თანამედროვე კონსტრუქციების თანახმად, მისი სხეულის ზომა 3,5 მეტრი (1,5 მეტრიანი კუდის გარეშე), სიმაღლე 1,6 მეტრი, წონა კი ერთი ტონა იყო.

კიბომორიელი

ეს გიგანტური ზღვის არსება ისე გამოიყურებოდა, როგორც მორიელის და კიბორჩხალას ნაჯვარი. სწორედ მათი ჯიში ითვლება პლანეტის ისტორიაში ყველაზე გიგანტურ ფეხსახსრიან არსებად. მისი სხეულის სიგრძე ორნახევარ მეტრს აღწევდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს