მსახიობი გიორგი გოცირიძე რამდენიმე თვის წინ ავარიაში მოჰყვა. მისი მაგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის. მსახიობს ფეხით სიარული არ შეუძლია.
რამდენიმე წუთის წინ გიორგი გოცირიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლით ეტლით მოსარგებლე ადამიანების საზოგადოებრივი თავშეყრის ზოგიერთ ადგილებში გადაადგილების პრობლემას უკავშირდება.
"რაც ეტლში ვზივარ მივხვდი, რო ჩვენი ქვეყანა უფრო ტრ....ია ვიდრე აქამდე მეგონა, საერთოდ პატივს არ ცემენ და არ აფასებენ ესეთ ადამიანებს, შესვლა რო მოგინდეს მაღაზიაში, "რესტორანში" საზოგადოებრივ ტრანსპორტში და რავი ნებისმიერ ადგილას, ვერსად ვერ მიხვალ თუ 4 კაცი არ გახლავს თან რო აგწიონ და შეგიყვანონ, სირცხვილია, უბრალოდ, ძალიან სირცხვილი, ადამიანებად არც თვლით საერთოდ ესეთ ხალხს, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და ცოტა პატივი ეცით," - წერს გიორგი გოცირიძე.