ქრონიკის პირდაპირ ეთერში საუბრისას, ალექსი პეტრიაშვილს სკამი ჩაუტყდა. უხერხული ინციდენტის გამო წამყვანმა რამდენჯერმე მოუხადა ბოდიში სტუმარს.
მოგვიანებით კი თავად ალექსი პეტრიაშვილი გამოეხმაურა ფაქტს და დიანა ტრაპაიძეს ფეისბუქიდან მიმართა:
"ეხლა ვუყურე და მოვხვდი: სიდედრი არ უნდა ახსენო ეთერში რო ხარ, თორე ეგრევე სკამი გამოგეცლებააა. ასევე, ნატოში გაწევრიანების მტრებიც ბევრი გვყავს, მარა არა "იმედის" ეთერში. ახლაც ბევრს ვიცინი. ჩემს ცხოვრებაში უნდა მოხდეს აუცილებლად ეს ყოველივე! რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! დიანა! არ იდარდო!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.