ვერძი
დილა ვარჯიშით, ცურვით დაიწყეთ. დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ ენერგიული განწყობა. ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. თუ დღეს ვერ შეძლებთ, სხვა დღეებშიც ეცადეთ. აგრეთვე, - დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.
კურო
სამსახურში მეტი ყურადღება გმართებთ, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები, შეცდომები. აკონტროლეთ ქცევა. მოსალოდნელია განწყობის გაუარესება. ეცადეთ, ცუდი ხასიათის გამო ოჯახის წევრებთან დამოკიდებულება არ გაიფუჭოთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას სასიყვარულო პარტნიორთან. შეიძლება თქვენი უხასიათობა გადაღლილობითაა გამოწვეული.
ტყუპი
უარი არ თქვათ დამატებით სამუშაოზე, იგი კარიერისა და შემოსავლის გაუმჯობესების საშუალებაა. დილით სუფთა ჰაერზე ივარჯიშეთ, სამსახურის შემდეგ სკვერში გაისეირნეთ. თუ პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესება გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ.
კირჩხიბი
ახალი საქმეები ხვალიდან დაიწყეთ. დღეს დაისვენეთ. საღმოს სამომავლო გეგმები ჩამოწერეთ. მოიცალეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. გაფრთხილდით, საკვებმა არ მოგწამლოთ. სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რომელიც, თუ მოინდომებთ, სერიოზულ რომანში გადაიზრდება.
ლომი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. შუადღისთვის დანიშნეთ საქმიანი შეხვედრა; პარტნიორებთან ერთად განიხილეთ სამომავლო საქმეები. დაფიქრდით, რა გიქმნით უსიამოვნებას პირად ცხოვრებაში. საღამო ბავშვებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
ახლობლებთნ ურთიერთობისასაც გმართებთ დიპლომატიურობა. გაუფრთხილდით ახლობლების ნერვებს. მუშაობისას ახალი
მეთოდების დანერგვას დღეს ნუ ეცდებით. გამოცდილი მიმართულებით იმოქმედეთ. შეხვედრები და სასიამოვნო ნაცნობობა გელით; არ გაუშვათ შანსი მოიწესრიგოთ პირადი ცხოვრება.
სასწორი
სამსახურში მოემზადეთ სირთულეების დასაძლევად. გაღიზიანებული ხართ და ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობა. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. საღამოს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
მორიელი
დღეს დაისვენეთ და ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება ხვალისთვის გადადეთ. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. აგრეთვე, ბნელ, უცხო ადგილას სიარულს.