ანუკა არეშიძეს დედის ახალგაზრდობის დროინდელი ფოტო დაუწუნეს - "ბევრად უფრო ლამაზი იყო"

ანუკა არეშიძეს დედის ახალგაზრდობის დროინდელი ფოტო დაუწუნეს - "ბევრად უფრო ლამაზი იყო"

"მარჯვნივ დედაჩემი, 25 წლის, ძალიან ლამაზია მევერც მივალ მასთან", - წერს "ფეისბუქზე" ანუკა არეშიძე და დედის ფოტოს აქვეყნებს.

ზოგიერთი მისი ფეისბუქმეგობარი ფოტოთი აღფრთოვნდა. წერენ, რომ ანუკა დედას ჰგავს, თუმცა მათი თქმით, ვინც პირადად იცნობდა ანუკას დედას, ეს ცუდი ფოტოა.

"რა ცუდი ფოტოა.

ერთხელ, პოლიტექნიკურის წინ ვდგავართ ბიჭები და გამოიარა დედაშენმა. მე ზურგით ვიდექი და ვერ ვხედავდი, მაგრამ ყველანი რო გაშტერდნენ, მივხვდი, რომ ჩემს უკან რაღაც ხდება. მოვიხედე, გავიბადრე (ბადრის გამოჩენამდე ჩვენ ვიბადრებოდით ხოლმე მაგის დანახვაზე ) მოვეფერე და განაგრძო გზა.

ახლა ამათ მოვხედე და სუყველა შურითა და მოწიწებით შემომცქეროდა.

აი, ასე ლამაზი იყო სინამდვილეში"

"დედაშენი ბევრად უფრო ლამაზი იყო ვიდრე ამ ფოტოზეა"

"თურმე ვის გავხარ და თან ძალიან", - ვკითხულობთ ფოტოს კომენტარებში.

იხილეთ ფოტო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს