სანაგირეში ეკლესიის რეაბილიტაციის დროს თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს

სანაგირეში ეკლესიის რეაბილიტაციის დროს თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მდებარე X-XI საუკუნეების სანაგირეს სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროს თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, სხვადასხვა ზომის კერამიკულ ჭურჭელს ღვთისმშობლის მონასტრის სხვენში მიაკვლიეს.

მისივე თქმით, კერამიკულ ჭურჭელს მონასტერს მოსახლეობა სწირავდა.

"მონასტრის სხვენში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით 6-7 ლიტრიანი კერამიკის ჭურჭელი, რომელიც სავარაუდოდ, მოსახლეობისგან არის შეწირული",- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამაზ მარკოზაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა