არასოდეს გააზიაროთ სოციალურ ქსელში ეს სამი რამ

არასოდეს გააზიაროთ სოციალურ ქსელში ეს სამი რამ

ინფორმაციის გაციფრულება და სოციალური მედიის პოპულარობა ადამიანის პრივატულობას რისკის ქვეშ აყენებს. წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, სანამ რაიმე მნიშვნელოვან გააზიარებდეთ ინტერნეტში.

1. მართვის მოწმობა

ზოგმა შეიძლება ვერ გაუძლოს ცდუნებას და ახალაღებული მართვის მოწმობის სკრინი დადოს "ფეისბუქზე". ასეთი დოკუმენტი შეიცავს დაბადების თარიღს, ფოტოს და პერსონის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ქურდებმა გამოიყენონ. ერიდეთ პირადი ინფორმაციის გავრცელებას.

2. მოგზაურობის მარშრუტი და ადგილმდებარეობის მონაცემები

გასაგებია, რომ ერთი სული გაქვთ, როდის გააგებინებთ ყველას, რომ შვებულება აიღეთ და ზღაპრულ დასვენებას აპირებთ, მაგრამ არ არის აუცილებელი ეს დეტალურად გაავრცელოთ სოციალურ ქსელში. ამით პოტენციურ ქურდებს ეცოდინებათ, რამდენი ხნით არ იქნებით სახლში.

3. საბანკო ინფორმაცია

ნებისმიერი სახის ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროება სახიფათოა. 2014 წელს რეკორდული რაოდენობის იდენტობის ქურდები დააკავეს, რომლებიც ფინანსურ ინფორმაციას "ინსტაგრამის" პოსტებიდან იპარავდნენ.

მომზადებულია time.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს