როგორ ეხმაურებიან მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტს ფეისბუქმომხმარებლები

როგორ ეხმაურებიან მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტს ფეისბუქმომხმარებლები

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. დაახლოებით ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ მსაჯულებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.

ვერდიქტი მსაჯულებმა 2 საათისა და 35 წუთის განმავლობაში მიიღეს, ერთხმად, 12 ხმით. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებელი საქმე, რომელსაც საზოგადოება თითქმის ნახევარი წელია ადევნებს თვალყურს და ცხარე განხილვის საგანია, დასრულდა. საზოგადოების აზრი გადაწყვერილებასთან დაკავშირებით ორად იყოფა. არიან ისეთები, რომლებსაც გადაწყვეტილება სამართლიანად მიაჩნიათ და თვლიან, რომ მაგდა პაპიძეს დამსახურებული განაჩენი გამოუტანეს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მსაჯულების გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.

აი, რას წერენ ფეისბუქმომხმარებლები ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ ვერდიქტზე:

"მომკალით და არ მჯერაააააა! ვიღაცას აწყობდა და დაბალი ღობე გაიჭყლიტა"

"რა ვქნა რით გაგამხნევო მაგრამ სამართალი იზეიმებს ოდესმე უბრალოდ გაუძელი ღმერთი არსებობს... ვიცი ბევრს გაგიჩნდებათ კითხვა თუ რატო არ მჯერა და იცით რატო? ორი შვილის დედა ვარ ორი ვაჟკაცი მეზრდება, მაგათი ბედნიერება მახარებს უბრალოდ ვერ ავხსნი. ყველაფერთან ერთად დედის ინსტიქტი მკარნახობს, რომ შვილს არ მოკლავდა..."

"წარმოიდინეთ რამდენი მტკიცებულება ქონდა ბრალდებას რომ ერთმა მოსამართლემ კი არა 12 ადამიანმა გაამტყუნა, ბრალდებას 60 მოწმე ყავდა, ბრალდებულს მხოლოდ 2, და აქედან ერთმა ისეთი კომიკური ჩვენება მისცა, დიდხანს ემახსოვრება ბევრ ადამიანს... თქვენი ნებაა, ნუ დაიჯერებთ"

"ხვალ ნებისმიერი თგვენგანი შეიძლება არჩეულ იქნას ნაფიც მსაჯულად. და ეს მართლაცდა კეთილშობილური "არ მჯერა" არავის გამოგვადგება. სამხილები, ფაქტები, ექსპერტიზის დასკვნები ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი მსჯელობისას, სხვაგვარად ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს აზრი ეკარგება თუ მოქალაქეების უმრავლესობა "არ მჯერა","ამას როგორ იზამდა"-ს არგუმენტებით გამოიტანს გადაწყვეტილებას"

"ეგ ცოცხალი მაინც არის, საცოდავი მამა-შვილია, უფალმა ხო იცის და თვითონ რაც მოხდა სინამდვილეში. მეც მჯეროდა რო უდანაშაულო იყო, მაგრამ ის რომ მოიტყუა მამაო ყოველდღე მხვდება და მესაუბრებაო, აღსარება ჩავაბარეო, ლოცვა რომ არ შეიმიძლია ბიბლიას ვიდებ თავთან და ღმერთს ვაჩვენებ რო ლოცვა მინდაო. მსახიობობდა აშკარად. შვილმკვდარი დედა ლოცვაზე კარგს რას არ უნდა აკეთებდეს? ის დასაჯეთ ვინც მე მცემა კი არა შვილის მკვლელი მიპოვეთო ეგ უდა ეძახა სულ..."

"ვინც იმ აზრზე ხართ რომ უდანაშაულო იყო ამით რისი დამტკიცება გინდათ რომ უმდენად კეთილი სულის ადამიანები ხართ რომ ასეთ ბოროტებას ვერ იჯერებთ??? აბა ერთი მტკიცებულება მაინც თუ არსებობს რაც ამ "ალქაჯს" ამართლებს.. არ გაქვთ ისე როგორც მას თვითონ არ არქვს მსგავსი არაფერი.. ასე რომ ეხლა სასჯელის ზომას ველოდები და იმედია იქნება სამუდამო..."

"არავის უნდა ბოროტის გარდა დედა სცნოს დამნაშავედ, არც სასამართლოს, ნაფიცმსაჯულებს და პროკურატურას. რომელი დიდი გავლენის მქონე ქალი ეგ არი რომ "შეტენონ" დანაშაული, თან შვილის მკვლელობა. უბრალოდ ერთი ფაქტიც კი არ არსებობს რომელიც გაამართლებს მაგდას... მგონია, რომ შემოაკვდა... მაგრამ ასე ქნა თუ ისე, ის მკვლელია და ღმერთმა შეუნდოს!"

"იმედია დარჩენილი ცხოვრება მიხვდება ჩადენილს და სინანული შეიპყრობს!!! მაგრამ რა იმ საცოდავ გარდაცვლილებს?! სამართალი არაა დედამიწაზე!"

"მაგდა მხოლოდ ლოცვა სინანული გადაგარჩენს. მოინანიე უფლის წინაშე აიყვანე მოძღვარი და დაგეხმარება"

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი: "არასოდეს არც ერთი პოსტი არ დამიწერია და არც ერთი გადაცემა არ გამიკეთებია ამ მაგდა პაპიძეზე... არა იმიტომ რომ არ მაინტერესებს, უბრალოდ ემოციურად ვერ ვუძლებ. ესაა ის ერთადერთი შემთხვევა, როცა ჟურნალისტზე წინ ჩემი ემოცია მოდის და მძალავს... აი ეხლაც ახალი ვიდეოები ვნახე და ცუდად გავხდი. ვერ მივყვები ამ ტრაგიკულ ისტორიას ვერც ჟურნალისტის და ვერც ადამიანური პოზიციიდან...".

გოდერძი შარაშია, ჟურნალისტი: "რისთვის იბრძვის მაგდა პაპიძე რომ გაათავისუფლონ? და ვინ დახვდება სახლში? ექვსი წლის წინ მისაქციელში დედას რომ შვილი შემოაკვდა, იმას ვინ დახვდა ციხიდან სახლში რომ დაბრუნდა? შესაძლოა ეს ამბის ლირიული მხარეა, მაგრამ ქმარ შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო პროცესზე იღლიაში ბიბლია რომ აქვს ამოჩრილი, არც იმის მჯერა - ლირიკის დასასრული".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"მაგდა პაპიძის დის ისტერიკა ვნახე. როგორ კივის, რომ უნდა პროკურორის შვილი მოკვდეს და დავრწმუნდი, ამ ოჯახშია რაღაც უცნაური, პათოლოგიური. ბურუსით მოცულია მოტივი. როგორ ჯეროდა ქალს, რომ ასეთი სადისტური მკვლელობების შემდეგ, მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას. ესაა ჩემთვის ყველაზე უცნაური და ამოუხსნელი. მე მაინც მგონია რომ მის ფსიქიურ მდგომარეობას არ შეიძლება ეწოდოს სტაბილური. ეს არ მჯერა ყველაზე მეტად თორემ, ამ განაჩენში მე მაშინ დავრწმუნდი გადაცემა რომ გავაკეთე. დაუჯერებელი, მაგრამ რეალობა ესაა".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს