მსოფლიოს 10 საუკეთესო საზაფხულო კურორტი

მსოფლიოს 10 საუკეთესო საზაფხულო კურორტი

ჰავაი აშშ-ის შტატია წყნარ ოკეანეში. ადრე ცნობილი იყო სენდვიჩის კუნძულების სახელით. სულ 32 კუნძულია, მათგან 6 მოზრდილი - ჰავაის დიდი კუნძული, ოაჰუ, მაუი, მოლოკაი, კაუაი და ლანაი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ყველგან გასაოცარი კომფორტი და რბილი კლიმატია - ზაფხულში +21, ზამთარში კი +27 გრადუსი. კუნძულებზე თეთრი პლაჟები, პალმები, ლაგუნები, ტროპიკულ ტყეებში შემალული ჩანჩქერები, ნებისმიერი სერფერისთვის საოცნებო ტალღები და რაც მთავარია, საუკეთესო ხარისხის მომსახურებაა. ეფექტს აძლიერებს ეგზოტიკური ყვავილები - განსაკუთრებით ორქიდეები, ულამაზესი ფრინველები და უმდიდრესი წყალქვეშა სამყარო.

კანარის კუნძულები

ესპანეთის ერთ-ერთი ავტონომიური გაერთიანებაა აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, მოიცავს 7 კუნძულს: ტენერიფე, ლას-პალმასი, გომერა, იერო, გრან-კანარია, ფუერტევენტურა, ლანსაროტი. უღრანი ტყეები, ეგზოტიკური ფაუნა და ფლორა, უდაბნოები, მთები, ვულკანები და თოვლიც კი, დაუჯერებლად ლამაზი სანაპირო ზოლი - ამ ყველაფერს სწორედ კანარის კუნძულებზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ კურორტზე ნახავთ. აქ შესანიშნავი ტურისტული ინფრასტრუქტურა და მაღალი დონის მომსახურებაა. ეს ბუნებრივია, რადგან მრავალი წელია, კანარის კუნძულებს ყველაზე ბევრი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ემსახურება.

სეიშელის კუნძულები

სეიშელის კუნძულები სახელმწიფოა ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ეკვატორიდან ცოტა სამხრეთით, აფრიკის სანაპიროდან კი დაშორებულია 1 600 კილომეტრით. სეიშელის კუნძულები ტროპიკული მცენარეების სამშობლოა და სამართლიანად ითვლება ინდოეთის ოკეანის ულამაზეს ადგილად. ეს გრანიტისა და მარჯნის 115 კუნძული სინამდვილეში გამქრალი კონტინენტის - ლემურიის გადარჩენილი ნაშთია. უნიკალური ბუნება და ზღვა მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს. ზღაპრული პლაჟებისა და შესანიშნავი წყალქვეშა სამყაროს გარდა, ტურისტები ერთობიან თევზაობით, სერფინგით...

იბიცა

ეს ხმელთაშუა ზღვის კუნძული ესპანეთის შემადგენლობაში შემავალი ბალეარის არქიპელაგის ნაწილია, რომელიც კონტინენტური ესპანეთიდან 90 კმ-ით არის დაშორებული. მისი სახელწოდება დაკავშირებულია ეროტიკისა და გართობის ეგვიპტურ ღვთაებასთან. ის მეტად პოპულარულია თავისუფლებისა და ხმაურიანი დასვენების მოყვარულებში. განსაკუთრებით ცნობილია მრავალრიცხოვანი კლუბებით და წარმოადგენს საკულტო ადგილს ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის.

გოა

ქვეყნის მთავარი კურორტია და სრულიად განსხვავდება დანარჩენი ინდოეთისგან. ყოფილი პორტუგალიის კოლონია 1987 წლიდან ცალკე შტატია, ის ყველაზე პატარაა, თუმცა მისი სანაპირო ზოლი 110 კმ-ია. ყველაზე პრესტიჟული სასტუმროები და პანსიონები შტატის სამხრეთ ნაწილშია განლაგებული. აქ დასვენება საკმაოდ ძვირია და მხოლოდ უზრუნველყოფილი ევროპელებისა და მდიდარი ინდოელებისთვის არის ხელმისაწვდომი. სრულიად განსხვავებულია ჩრდილოეთ გოა, რომელიც შედარებით იაფია…

წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს