პირველად ისტორიაში, ზონდი იუნონა იუპიტერის ორბიტაზე გავიდა

პირველად ისტორიაში, ზონდი იუნონა იუპიტერის ორბიტაზე გავიდა

ნასას შეტყობინების მიხედვით, კოსმიური აპარატი Juno იუპიტერის ორბიტაზე გავიდა. ამისთვის მან გადამწყვეტი მანევრი განახორციელა და გამორთო ძრავი, რითაც სიჩქარე 542 მეტრით შეანელა წამში. შედეგად მოექცა პლანეტის გრავიტაციული ძალების გავლენის ქვეშ. სანამ ძრავი ამუშავდებოდა, ზონდი მოშორდა მზეს. ორბიტაზე გასვლის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ჯუნო მზისკენ მობრუნდება.

კოსმოსური აპარატის ფრენა ავტოპილოტზე განხორციელდა, ამიტომ დედამიწიდან ოპერატორების ჩარევა საჭირო არ იყო. თუმცა, შესაძლოა, ზონდი მტვერის დიდ ფენაში მოყვეს, სადაც გიგანტური მაგნიტური ველია. მისიის ღირებულება 1,1 მილიარდი დოლარია. მისი ხანგრძლივობა ორ წელზეა გათვლილი. ჯუნო გახდა დედამიწიდან ყველაზე მეტად დაშორებული აპარატი, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს. აპარატის მიზანი იუპიტერის ატმოსფეროს შესწავლაა. დღემდე არცერთი კოსმოსური აპარატი არ მისულა ამდენად ახლოს იუპიტერთან.

Juno-ს სახელი რომაული მითოლოგიური ქალღმერთის იუნონას სახელიდან მომდინარეობს. იუნონა იუპიტერის - ჭექა-ქუხილის და ელვის ღმერთის ცოლი გახლდათ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს