"გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს..." - გია მაისაშვილი მონასტერში ცხოვრობს

"გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს..." - გია მაისაშვილი მონასტერში ცხოვრობს

გია მაისაშვილი, რომელიც თვეებია მძიმე ავადმყოფობას ებრძვის, რამდენიმე დღეა ბერთის მონასტერში იმყოფება. მაისაშვილი მონასტერში გადაღებულ ფოტოებს "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ეს არის ბერთის მონასტერი სადაც უკვე რამდენიმე დღეა ვცხოვრობ და სადაც გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

აქვე გეპატიჟებით ყველა მსურველს ამ შაბათ კვირას, რომ ყველამ მიიღოს იგივე სულიერი სიამოვნება და აღფრთოვანება, რაც მე განვიცადე ამ წმინდა სავანეში.

ასევე, დამატებით მსურს გაგიზიაროთ წინამძღოლობისა და მართვის ახალი პრაქტიკული სქემები, რომლებიც სასიცოცხლოა ყველა თანამედროვე პროფესიონალისთვის, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს იგი.

ვისაც არააქვს საშვალება საკუთარი ტრანსპორტის დაუკავშირდით პაატა შუბითიძეს 574512992", - წერს მაისაშვილი.

გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველამ იცის. თავად გია სოცილაური ქსელის საშუალებით ყოველთვის ცდილობს ახლობლებს და დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ.

რაც შეეხება მკურნალობას, ის ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ოჯახს მატერიალურად ამის საშუალება აღარ აქვს. სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი "თანაგდომა გია მაისაშვილს", სადაც მის დასახმარებლად მსურველებისთვის საბანკო ანგარიშის ნომერიც არის გამოქვეყნებული.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს