გალში შერეული შეხვედრა დასრულდა

გალში შერეული შეხვედრა დასრულდა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში მიმდინარე რამდენიმე საათიანი შეხვედრა დასრულდა.

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი ბერაიას განცხადებით, განხილვის მთავარი საკითხი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის ე.წ. მესაზღვრის რაშიდ კანჯი-ოღლის ქართული მხარისთვის გადაცემა იყო.

"დე ფაქტო ხელისუფლებისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს მივაწოდეთ საგამოძიებო მასალები. ეს არის დნმ-ს ანალიზის შედეგები, ბალისტიკური ექსპერტიზის და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის. შესაბამისად ველოდებით მათგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას", - აღნიშნა ბერაიამ.

იხილეთ ვიდეო radioatinati.ge-ზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა