"ერთი თვეა ამ ღიმილს ველოდები..." - მომღერალი ანი ღონღაძე მძიმე ავარიაში მოყოლილ მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის

"ერთი თვეა ამ ღიმილს ველოდები..." - მომღერალი ანი ღონღაძე მძიმე ავარიაში მოყოლილ მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის

მომღერალი ანი ღონღაძე, რომლის მეუღლე, ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე ერთი თვის წინ მძიმე ავარიაში მოჰყვა, "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ერთი თვეა ამ ღიმილს ველოდები... ვიცი ძალიან მალე ვიცინებთ ერთად... მე შენი იმდი ყოველთვის მქონდა და მექნება. მიყვარხარ ათასჯერ უფრო მეტად, ვიდრე მიყვარდი", - წერს ანი ღონღაძე.

გორის "დილას" ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე ამ დრომდე ღუდუშაურის სახლობის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული. იგი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში (რეანიმაციაში) გადის.

ავტოსაგზაო შემთხვევა 8 ივნისს ლანჩხუთის სიახლოვეს მოხდა. ფეხბურთელის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

თექთურმანიძეს გორის "დილას" გარდა, სხვადასხვა დროს ცხინვალის "სპარტაკში", თბილისის "დინამოში", რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა. იგი გამოდიოდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც.

ასევე ნახეთ: "ბათუმში მოდიოდა, ჩემთვის სიურპრიზი უნდა გაეკეთებინა..." - მძიმე ავარიაში მოყოლილი ფეხბურთელი კვლავ უგონო მდგომარეობაშია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს