რა არ იცოდით ყველის შესახებ

რა არ იცოდით ყველის შესახებ

ბევრს უყვარს ისეთი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი, როგორიც ყველია. მის გარეშე პრაქტიკულად მსოფლიოს არცერთი სამზარეულო არ არსებობს. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ პოპულარული პროდუქტის შესახებ.

1. ძველ რომში თვლიდნენ, რომ ყველი საჭმლის მონელებას აუმჯობესებდა. ასევე ყველს იყენებდნენ შხამსაწინააღმდეგო საშუალებად მოწამვლის დროს.

2. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ პირველი ყველი დაახლოებით 3000-2800 წლის წინ გაჩნდა ჩვ.წ.აღ-მდე. ამ პროდუქტის ნარჩენები ნაპოვნია ეგვიპტურ პირამიდებში, რომელიც ამ დროსაა აშენებული.

3. ერთი კილოგრამი ყველის წარმოებისთვის ათი ლიტრი რძე იხარჯება.

4. ყველის შეფუთვის კოლექციონერებს ტიროსემიოფილისტებს უწოდებენ. 

5. ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში ყველის მაღლობიდან დაგორების თამაშები იმართება.

6. ქორწილში საჩუქრის სახით დედოფალ ვიქტორიას 500 კილოგრამიანი ჩედერის ყველი მიართვეს.

7. ბევრი თვლის, რომ თაგვებს ძალიან უყვართ ყველი. თუმცა ეს მხოლოდ მულტფილმებშია სიმართლე. სინამდვილეში, მღრღნელებს არ უყვართ ძლიერი სუნის მქონე პროდუქტები, როგორიცაა ყველი. ისინი სიამოვნებით მიირთმევენ თხილს და მარცვლეულს.

8. ლეგენდის თანახმად, ზარატუსტრა, რომელმაც საზოგადოება უდაბნოში განდეგილად წასვლის გამო დატოვა, ოცი წლის განმავლობაში ყველით იკვებებოდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს