"ბაბუს ოპერაცია გაუკეთეს, ბებომ სანამ მოკვდება ნაცნობ ადგილებს ვანახებო" - ემოციური ისტორია ბათუმის ბულვარიდან

"ბაბუს ოპერაცია გაუკეთეს, ბებომ სანამ მოკვდება ნაცნობ ადგილებს ვანახებო" - ემოციური ისტორია ბათუმის ბულვარიდან

ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე "ფეისბუქზე" მოხუცი ცოლ-ქმრის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ბათუმის ბულვარშია გადაღებული. ფოტოს ემოციური ისტორია ახლავს თან:

"გუშინ ბებო და ბაბუ მოვიდნენ, ხაჭაპური რა ღირსო.

10 ლარი-თქო. რა ამბავია 8 ლარად გაგვიკეთეო. ხელში 5 ლარიანი და ხურდები ეჭირათ. ბებომ ძველი, გაცრეცილი საცულე გახსნა და ხურდების შეგროვება დაიწყო. არ ვიცი რამდენი მოაგროვა, მაგრამ მეკითხება, რა დაჯდებოდა ლიმონათი და ხაჭაპური. ეს უკვე 19.80 იყო. ვუთხარი დაბრძანდით და მოგართმევთ-თქო.

უფროსმა დათომ რა თქმა უნდა თქვა არაფერი გადაახდევინოთო. ისე გაეხარდათ სიტყვებით ვერ ავღწერ.

ბებო მოყვა, რომ აფხაზეთიდან დევნილები ყოფილან. ბათუმში ცხოვრობდნენ რამდენიმე წელი, მერე წყალტუბოში გადავიდნენ. ბაბუს ახლახანს ოპერაცია გაუკეთეს და ბებომ სანამ მოკვდება ბათუმში წავიყვანო, ნაცნობ ადგილებს ვანახებო.

ამ ამბის მერე დავფიქრდი, ბათუმის ბულვარში ისეთი ფასებია, რიგითი მოკვდავი ვერ შეწვდება რომ მსუბუქად წაიხემსო".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს