ავტორი:

ზღაპრული სანახაობა წალკაში - დაშბაშის კანიონის ულამაზესი ბუნება

ზღაპრული სანახაობა წალკაში - დაშბაშის კანიონის ულამაზესი ბუნება

დაშბაშის კანიონი სამხრეთ საქართველოში, წალკაში, მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრზე მდებარეობს.

დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას.

კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.

კანიონის სიგრძე 8 კმ-ს აღწევს, არის ზომიერად ნოტიო ჰავა. ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა -4 -6, ხოლო ივლისის - +16+18 გრადუსია.

დაშბაშის კანიონი ბუნებრივი მრავალფეროვნებით და ეფექტური პეიზაჟებით გამოირჩევა, რაც ფოტოებზეც კარგად ჩანს. კანიონის ფერდობებზე მიწისქვეშა წყლების მრავალი გამოსასვლელი და ჩანჩქერია. არის როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ გამოკვეთილი გამოქვაბულები.

ფოტოები: დაცული ტერიტორიების სააგენტო

Dashbashi Canyon in Georgia – Paradise on earth

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."

დღის ფოტო: ბათუმში მილიონ ყვავილს რგავენ

გაიცანით კონკურსანტი, რომელმაც "მასტერშეფის" ჟიურის შოკოლადიანი ხახვი აჭამა