11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს მიაღწევთ იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. თუ განწყობაზე არ ხართ, გარშემო მყოფებს ნუ აგრძნობინებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. შეყვარებულებმა ქორწინების თარიღი შეარჩიეთ. საღამოს კარგია მასაჟი.

კურო

დილა უმჯობესია, არა ყავით, არამედ 15-წუთიანი ვარჯიშით დაიწყოთ. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

ტყუპი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. მოერიდეთ ემოციურ დაძაბულობას; უმნიშვნელო უსიამოვნების გამო ნუ ჩავარდებით დეპრესიაში. თუ ცუდ განწყობაზე ხართ, პაემანი სხვა დღისთვის გადადეთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, პირად ცხოვრებაში მომხდარმა გაუგებრობამ ხელი არ შეგიშალოთ მუშაობაში, სწავლაში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი საჩუქარს მიიღებს. ზოგიერთს სასიამოვნო ნაცნობობა ელის.

ლომი

სამსახურის საქმეებისა და საოჯახო ვალდებულებების მიუხედავად, მზრუნველობას ნუ მოაკლებთ ოჯახის წევრებს. ეცადეთ, მივლინებამ სხვა საქმეებს არ შეუშალოს ხელი. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ქალწული

ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ბავშვები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვენ. უსიამოვნებების გარეშე მოაგვარებთ სამსახურის საქმეებს. დღეს გაცნობილი ადამიანები მომავალშიც გამოგადგებიან.

სასწორი

სამსახურში იმდენი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, რომ კოლეგებთან ჭორაობს ვერ მოახერხებთ. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მეტი იმოძრავეთ, განსაკუთრებით, თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს