პორტუგალიამ "ევრო 2016"-ზე ახალი ისტორია დაწერა - საინტერესო ფაქტები ნაკრების შესახებ

პორტუგალიამ "ევრო 2016"-ზე ახალი ისტორია დაწერა - საინტერესო ფაქტები ნაკრების შესახებ

ევროპის ჩემპიონატის ნანატრი ფინალი დადგა. ფინალური წყვილის თაობაზე ყველას შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს. ფაქტი ერთია: გადამწყვეტ თამაშში მონაწილეობის უფლება საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებმა მოიპოვეს.

თამაშის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია. გამარჯვებული გუნდი ოთხი წლის განმავლობაში იბევებდა კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტულს. შეიძლება ითქვას, რომ გუშინ მთელ მსოფლიოში მისი უდიდებულესობა ფეხბურთი მეფობდა.

საბოლოოდ, ფინალი პორტუგალიამ მოიგო. ეს არის პირველი სანაკრებო ტიტული ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში... ის, რაც ვერ შეძლო ეუსებიოს, ან ფიგუს და რუი კოშტას თაობამ, შეძლო ამ გუნდმა.

* პორტუგალიის ნაკრებმა პირველად ისტორიაში მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული.

* პორტუგალიის ნაკრები 2017 წლის კონფედერაციათა თასზე ევროპის კონტინენტს წარადგენს.

* რენატო სანჩესი გახდა ევროპის ჩემპიონატის ფინალების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე - 18 წლისა და 326 დღის. მან კრიშტიანო რონალდოს რეკორდი (ევრო 2004) მოხსნა. ის გახდა ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულიც.

* პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში, 90 წუთში არ გავიდა გოლი.

* მეექვსედ მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალი დამატებით დროში გადავიდა.

* ევრო 2016-ის ოქროს ბუცი ანტუან გრიზმანმა მიიღო (6 გოლი), ხოლო ვერცხლის ბუცი - კრიშტიანო რონალდომ მოიგო.

* ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი რენატო სანჩესი გახდა.

* ანტუან გრიზმანი გახდა მეორე ფეხბურთელი ვინც ერთ სეზონში წააგო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატების ფინალები, პირველი მიხაელ ბალაკი იყო 2008 წელს.

გოლი

1:0 - ედერმა ჟოაო მოუტინიოსგან მიიღო ბურთი. წინ წაიწია და უძლიერესი დარტყმით გაუტანა უგო ლორისს. შესაძლოა, ლორისს უნდა ეხსნა საფრანგეთი, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ედერმა თითქმის უნაკლოდ დაარტყა განაგრძეთ კითხვა

მატჩის გმირი

პორტუგალიის ნაკრების გოლკიპერი, რუი პატრისიო უბრალოდ შეუდარებელი იყო, მაგრამ მატჩის მთავარ გმირად მაინც ედერი უნდა შევრაცხოთ. ვინ იფიქრებდა, რომ ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ გოლს სწორედ ედერი გაიტანდა.

ის კი არა, ფერნანდუ სანტუში ბევრმა გააკრიტიკა კიდეც, ეს ფეხბურთელი ევროპის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე რომ წაიყვანა. ცნობისათვის, ედერმა ფეხი ვერ მოიკიდა "სუონსიში". ის ჯერ გაანათხოვრეს ფრანგულ "ლილში", მერე კი ამ გუნდმა ის გამოისყიდა და მომავალ სეზონს სწორედ ამ გუნდში დაიწყებს. ვნახოთ, შეხვდებიან თუ არა სტვენით მას ფრანგულ სტადიონებზე. უეფამ ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად პეპე აღიარა, ვინც მართლაც დიდებული იყო დაცვაში  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს