მძღოლი, რომელსაც ავტომობილის საბარგულით ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადაჰყავდა, 100 ლარით დაჯარიმდა

მძღოლი, რომელსაც ავტომობილის საბარგულით ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადაჰყავდა, 100 ლარით დაჯარიმდა

მძღოლი, რომელსაც ავტომობილის საბარგულით ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადაჰყავდა, პოლიციამ 100 ლარით დააჯარიმა. ინფორმაცია Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

"მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლით, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევას გულისხმობს" - აღნიშნეს შსს-ში.

გუშინ "ფეისბუქზე" გავრცელდა ფოტო, სადაც გადაღებული არიან ბაგა-ბაღის, "ტკბილი სახლის" აღსაზრდელები, რომლებიც მანქანის საბარგულში სხედან. ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს ბაგა-ბაღის წარმომადგენლებმაც  და აღნიშნეს, რომ ბავშვები ტაძარში საზიარებლად მიჰყავდათ. რაც შეეხება საბარგულით გადაყვანის ფაქტს, ამის გამო ბაღის ადმინისტრაცია ბოდიშს იხდის.

იხილეთ: რატომ მიჰყავდათ "ტკბილი სახლის" აღსაზრდელები მანქანის საბარგულით ტაძარში - ბაგა-ბაღის განმარტება

როგორ მივიდეთ სახლიდან კლინიკაში, როცა მანქანით გადაადგილება შეზღუდულია - ჯანდაცვის სამინისტროს ინსტრუქცია

"მიმდინარეობს ვაქცინაზე მუშაობა, მაგრამ კიდევ ერთი წელი არ იქნება, დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა