ვიეტნამში აღმოაჩინეს ოჯახი, რომელსაც 40 წელი ეგონა, რომ ომი გრძელდებოდა

ვიეტნამში აღმოაჩინეს ოჯახი, რომელსაც 40 წელი ეგონა, რომ ომი გრძელდებოდა

დასავლურ მედიაში ვრცელდება ისტორია ვიეტნამელი ოჯახის შესახებ, რომელმაც 40 წელი ტყეში მიმალვაში გაატარა, რადგან ეგონათ, ამერიკა კიდევ ბომბავდა მათ ქვეყანას.

ხო ვან თხანი ამერიკელების წინააღმდეგ 1972 წელს იბრძოდა. როდესაც ვიეტნამის მასიური დაბომბვა დაიწყო, მან გადაწყვიტა ოჯახთან ერთად ჯუნგლებში გახიზნულიყო. თხანმა, რომელიც ახლა 85 წლისაა, თან წაიყვანა მცირეწლოვანი შვილი. მრავალი წელი მამა-შვილი ცივილიზაციისაგან მოწყვეტით ცხოვრობდა ქოხში და ხელნაკეთი შუბებით ცდილობდა საკვების მონადირებას. მოგვიანებით ნათესავებმა მიაკვლიეს მამა-შვილს და შესთავაზეს სოფელში დაბრუნება, აუხსნეს, რომ ომი დასრულდა, თუმცა მათ დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. ცივილიზაციაში დაბრუნება ოჯახმა რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, როდესაც თხანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შექმნა. მისი შვილი 44 წლის ხო ვან ლანგი ამჟამად მიწის პატარა ნაკვეთს ფლობს და დაოჯახებას აპირებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს