როგორ მოხვდა ია სუხიტაშვილი დედათა მონასტერში

როგორ მოხვდა ია სუხიტაშვილი დედათა მონასტერში

"მას შეუძლია იყოს მაცდური, სასტიკი, გულუხვი... ყველაფრის გაკეთება და მიღწევა მომენტალურად სურს. აუცილებელია იცოდეს, რას გააკეთებს ხვალ, ზეგ ან თუნდაც, 2 კვირის შემდეგ, რადგან გაურკვევლობა ფსიქოლოგიურ წონასწორობას ურღვევს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს. ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადია". მოსწონს ფლირტი. ერთგული შეყვარებულია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი მსახიობ ია სუხიტაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ლომისა და ქალწულის ნიშნების გზაგასაყარზე ვარ. ჩემს ხასიათში ლომის თვისებებიც იგრძნობა. პირადი ჰოროსკოპის შედგენა სულ მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. თან ვფიქრობ, ამაზე დამოკიდებული არ გავხდე.

- ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევი?

- წონასწორობას ადვილად ვკარგავ. მინდა, ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთო, მცირედი გადახვევაც კი მაღიზიანებს. არ არსებობს, დილით ცუდ ხასაითზე გამეღვიძოს, მაგრამ შესაძლებელია, უმნიშვნელო დეტალმა განწყობა გამიფუჭოს. ცუდი ხასიათიდანაც ადვილად გადმოვეწყობი კარგზე. პატარა ნაპერწკალი მაბედნიერებს.

- "ჭკვიანი, მოხერხებული და გამომგონებელია. ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემასაც კი".

- სულ ვამბობ, კაცი რომ ვყოფილიყავი (ფიზიკური აღნაგობით, კაცი ქალზე ძლიერია), მდიდარი ვიქნებოდი-მეთქი. ცხოვრებაში არაფერი დამეზარებოდა. მშენებლობაზე მუშად ვიმუშავებდი, ფიზიკურ შრომას არ ვიუკადრისებდი. ძალიან მიკვირს ადამიანების, რომლებიც მატერიალურად სხვებზე არიან დამოკიდებული და ფიზიკური შრომა ეთაკილებათ. როგორც ვიცი, მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა რიცხვში ყველაზე მეტი, ქალწულის ნიშნითაა დაბადებული.

- "მას ყველაფრის გაკეთება და მიღწევა მომენტალურად სურს. ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს".

- აი, ზუსტად ჩემზეა. ხასიათს ძალიან მიფუჭებს "ცუდი ენები". მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს თავის მართლება, რაიმეს მტკიცება. მგონია, ამ დროს ხალხს ეჭვს მეტად უჩენ. საქმეში მაქსიმალისტი ვარ, ბოლომდე ვიხარჯები, ენერგიას არ ვიშურებ, მთლიანად იმ საქმით ვარ მოცული. თეატრსა და კინოში ბევ­რი მომსახურე პერსონალია. როცა ვამჩნევ, რომელიმე მათგანი საქმეს უპასუხისმგებლოდ უდგება, ძალიან ვღიზიანდები. პარტნიორის სიზარმაცე ჭკუიდან მშლის.

- ვინ არის პარტნიორი, ვისთანაც დიდი სიამოვნებით მუშაობ?

- ბაჩო ჩაჩიბაია და ზუკა პაპუაშვილი. ამ ორ ადამიანთან ერთად მუშაობა ჩემთვის უდიდესი სიამოვნება, კომფორტი და ფუფუნებაა.

- "ზოგჯერ გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".

- გაუბედაობა? არა მგონია, ეს თვისება მქონდეს. მე რისკზე წასვლასაც არ ვუფრთხი, მით უმეტეს, როცა ამის საჭიროებას ვგრძნობ. შესაძლებელია მხოლოდ ფინანსურ ამბებში ვიყოყმანო. ერთხელ თანხა სამშენებლო კომპანიაში შევიტანე და ცხვირი წავიტეხე, ახლა ვერ ვწყვეტდი, კიდევ გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი. საქმესთან დაკავშირებით ყოყმანი არ მჩვევია. ამ შემთხვევაში, საკუთარი თავის იმედი ბოლომდე მაქვს.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადია".

განაგრძეთ კითხვა

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)

ქართული კინოს ტრიუმფი - სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მიიღო

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს გოგონა შეეძინათ - ბედნიერი მშობლების ემოციური სიტყვები და პირველი ფოტოები