გორში ოლიმპიელთა ბილბორდს საღებავი შეასხეს

გორში ოლიმპიელთა ბილბორდს საღებავი შეასხეს

გორში, 2016 წლის ოლიმპიადის მონაწილეების ბილბორდს საღებავი შეასხეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გორის შესასვლელში გადაიღო.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა საღებავის გადაცლა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. საღებავი უფრო მეტად მოედო გამოსახულებას. წითელი საღებავი მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის პორტრეტს შეასხეს. დანარჩენების ფოტოები უვნებელი გადარჩა.

ქალაქში სარეკლამოდ სამი ბილბორდი დამზადდა, მათგან ორი უკვე დამონტაჟებული იყო.

"მესამე ბილბორდი სადგურის დასახლებაში უნდა დაგვემონტაჟებინა, მაგრამ ვინაიდან ასე მოხდა, გორის შესასვლელში განთავსებულ ბილბორდს შევცვლით", - აცხადებენ კულტურის განყოფილებაში.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა