ნეპოტიზმის ფაქტი ახმეტაში - "უცნობი" იურისტის 600 ლარიანი ხელფასი

ნეპოტიზმის ფაქტი ახმეტაში - "უცნობი" იურისტის 600 ლარიანი ხელფასი

2016 წელს, ახმეტის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო იურიდიული პირის "კეთილმოწყობისა და გარე განათების სამსახურის" წლიური დაფინანსების (სუბსიდიის) ოდენობა 402.300 ლარს შეადგენს, აქედან 233.100 ლარი (თითქმის 58 %) დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯება, მაშინ, როდესაც 2015 წელს არსებული შპს-ს ძირითადი დაფინანსება ტენდერში გამარჯვების გზით მიღებული 230.000 ლარი იყო.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა ახმეტის გამგეობიდან გამოითხოვა ააიპ-ის საშტატო ნუსხა, საიდანაც ჩანს, რომ დაწესებულებაში ამჟამად 60 პირია დასაქმებული, მათ შორის, 15 - ადმინისტრაციაში.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ აიპ-ის შექმნის შემდეგ იურისტის საშტატო ერთეული იქნა დაშვებული და მისი ხელფასი თვეში 600 ლარით განისაზღვრა. შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ ახმეტის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში იურისტების ხელფასი 560 ლარს არ აღემატება, ხოლო სხვა მუნიციპალურ იურიდიულ პირებს შორის იურისტი მხოლოდ 2 დაწესებულებას ჰყავს: "საბავშვო ბაღების მართვის ცენტრს" (ხელფასი - 330 ლარი) და "სოციალურ სახლს" (ხელფასი - 250 ლარი).

გამგეობიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში იურისტის ვინაობა მითითებული არ არის. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ იურისტის საშტატო ერთეულზე გაფორმებულია ყვარელში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული ვინმე ზურაბ მამუკიშვილი, რომელიც სამსახურში ფაქტობრივად არ ცხადდება და ხელფასს პენსიის რეჟიმში იღებს. "კეთილმოწყობის სამსახურის" თანამშრომლებმა, მათ შორის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უმეტესობამ, არ იცის იურისტის არსებობის შესახებ, ხოლო ვინც იცის, მათაც სულ 2-3-ჯერ ჰყავთ ნანახი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა