"ძაან "ქალაქელების" და "შეგნებულების" საყურადღებოდ..." - ფოტოზე აღბეჭდილი პატარა ბიჭის მისაბაძი საქციელი

"ძაან "ქალაქელების" და "შეგნებულების" საყურადღებოდ..." - ფოტოზე აღბეჭდილი პატარა ბიჭის მისაბაძი საქციელი

ფეისბუქ-მომხმარებელი ალექსანდრე დადალაური თბილისში მომხდარი ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ წერს და ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს. ფოტოზე ათიოდე წლის ბიჭუნაა ასახული, რომელიც ნაგვის ურნასთან დაყრილ ნარჩენებს ასფალტიდან კრეფს. დადალაური ასეთ ისტორიას ყვება:

"გუშინ გლდანიდან მოვდიოდი სახლში და ერთ-ერთ კორპუსთან პატარა ბავშვმა ხელი დამიქნია, რომ გავაჩერე მითხრა: ნაგავი მომქონდა, პარკი გაიხა, ძირს დაიყარა და რაიმე პარკი ხომ არ გექნებათ, რომ ავკრიფო და ჩავყაროო. მეც პარკი მოვძებნე და მივეცი, ბავშვმა დაიწყო ძირს დაყრილი ნარჩენების აკრეფა, ვერ მივეხმარე მარტო იმიტომ, რომ მინდოდა შეუმჩნევლად სურათი გადამეღო ამ პატარა მისაბაძი ბავშვისთვის.

მაშ ასე, ძაან "ქალაქელების" და "შეგნებულების" საყურადღებოდ: ამას აკეთებს გლდანელი, დაახლოებით 8 წლის ბავშვი და არა შუა ქუჩაში, არამედ ნაგვის ურნიდან ნახევარ მეტრში, უბრალოდ შეხედეთ და მიბაძეთ...", - წერს ფეისბუქ-მომხმარებელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს