რესტორანში გორის პოლიციის უფროსის მოადგილე სცემეს

რესტორანში გორის პოლიციის უფროსის მოადგილე სცემეს

გორის პოლიციის უფროსის მოადგილე მიხეილ ლომიძე რესტორანში სცემეს. აღნიშნულ ფაქტს პროკურატურა ამტკიცებს. ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, დაზარალებულს სხეულზე ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები დაუდგინდა.

ლომიძეს შეურაცხყოფა რესტორან "დარიალში" 2 ივნისს მიაყენეს. ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და კონფლიქტი მეზობელ მაგიდასთან მსხდომებთან მოუვიდა. პროკურატურის მტკიცებით, პიროვნება, რომელმაც ლომიძე სცემა, მიიმალა. ეჭვი გორში მცხოვრებ რამაზ ქოქოშვილზე მიიტანეს.

კრიმინალური პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ქოქოშვილს და მის მეგობრებს ქალაქის ქუჩებში დაუწყეს ძებნა. პიკაპში მსხდომი "რიგითები" ახალგაზრდებს შარტავას ქუჩაზე დაეწივნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ერთი თვის შემდეგ შიდა ქართლის პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

რამაზ ქოქოშვილს კი პატიმრობა მიუსაჯეს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა