გამაფრთხილებელი წარწერა ყინწვისის ეკლესიაში, რომელიც ტურისტებსა და მორჩილებს შორის კონფლიქტს იწვევს

გამაფრთხილებელი წარწერა ყინწვისის ეკლესიაში, რომელიც ტურისტებსა და მორჩილებს შორის კონფლიქტს იწვევს

ყინწვისის ეკლესიის ჭიშკართან წერია, რომ მამაკაცები შორტებით, ხოლო მანდილოსნები კაბისა და თავსაბურავის გარეშე, ეკლესიაში არ დაიშვებიან. გალავანთან გაკეთებულ გამაფრთხილებელი წარწერით კი ფაქტობრივად, ქალებს მიმართავენ.

"ვაი შენდა დედაკაცო, როცა გამომწვევად გამოწყობილი მამაკაცთა საზოგადოებაში ჩნდები.

თავს ნუ იტყუებ! როცა თითქმის შიშველი დადიხარ ან ტანზე მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს იცვამ და ცდილობ შენი სხეულის მშვენიერებანი უკეთ გამოაჩინო, იცოდე, რომ შენში აშკარად სიძვის ვნება ჩაბუდებულა, შენ ხარ საცთური, რადგან ცდილობ, კაცების გულში ბილწი გულისთქმა გამოიწვიო, და ამისათვის ვაი შენდა!

შენ, დედაკაცო, ეროტიულად მიმზიდველ ტანსაცმელში გახვედი გარეთ, ქალაქში ნახევრად შიშვლად მოსიარულედ ხორციელი სილამაზე მრავალს უჩვენე და შენი მომხიბლავი გარეგნობით უამრავი მზერა დაატკბე.

მაშ, იცოდე, შენ მრავალთან იმრუშე! და ვაი შენდა, რადგან ცდუნება შენი სახით მიმოდიოდა ქუჩებში დღეს!" - წერია განცხადებაში.

ეკლესიის ჭიშკართან გამოკრული განცხადების შინაარსი ტურისტების დიდ ნაწილს არ მოსწონს.

ტურისტებსა და ეკლესიის მორჩილებს შორის ბოლო დროს წარმოშობილი დავის შესახებ ყინწვისის ეკლესიის წინამძღვარი მამა შიო საუბრობს.

"ავიწყდებათ, რომ მამათა მონასტერში მოდიან. აქ ბერ-მონაზვნური ცხოვრებაა, სასწაულთმოქმედი ხატებია და თუ ადამიანს მათ მიმართ კრძალვა არა აქვს, სულიერ სამყაროში შფოთი შემოაქვს. შფოთის შემოტანა კი, ეკლესიაში ეშმაკისეულია" - ამბობს მამა შიო იხილეთ ვრცლად

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა