20 ივლისი - დღე, როდესაც ადამიანმა მთვარეზე პირველი ნაბიჯი გადადგა

20 ივლისი - დღე, როდესაც ადამიანმა მთვარეზე პირველი ნაბიჯი გადადგა

1969 წლის 20 ივლისი მსოფლიო ისტორიაში უნიკალური მოვლენაა, სწორედ ამ დღეს დადგა ფეხი მთვარეზე ნილ არმსტრონგმა.

არმსტრონგი აღნიშნული მისიისთვის 1962 წელს NASA-მ შეარჩია. იგი 1969 წელს ედვინ ალდრინთან (მთვარეზე დასაჯდომი კაპსულა "არწივის" პილოტი) და მაიკლ კოლინთან (მმართველ ხომალდ "აპოლო 11"-ის პილოტი) ერთად მისია "აპოლო 11"-ს ხელმძღვანელობდა. "აპოლო 11"-მა კენედის კოსმოსური ცენტრი (ფლორიდა) 16 ივლისს 1969 წელს დატოვა და 4 დღეში, 20 ივლისს მთვარის ზედაპირზე, ე. წ. "სიმშვიდის ზღვაზე" დაეშვა. ამ მოვლენას მთელი მსოფლიო  ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. მთვარეზე დასაჯდომი კაფსულიდან "არწივი" ნილ არმსტრონგი გამოვიდა ხაზზე: "ჰიუსტონ, წყნარი ზღვის ბაზა. არწივი დაჯდა..."

1969 წლის 20 ივლისის დილას, 2 საათსა და 56 წუთზე არმსტრონგი ჩამოდის ხომალდიდან და პირველი დგამს ფეხს მთვარეზე. ამ დროს ამბობს ისტორიულ სიტყვას: "ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის."

ამ სიტყვების გარდა არმსტრონგმა კიდევ ერთი წინადადებაც თქვა - "წარმატებები, მისტერ გრომსკი". ჟურნალსიტთა არმია დიდი ხნის მანძილზე არკვევდა, თუ ვინ იყო მისტერ გრომსკი. საიდუმლოს, ფარდა ისევ არმსტრონგმა ახადა და საინტერესო ამბავს მოჰყვა - "როდესაც პატარა ვიყავი, მეზობლების, რომლებიც გვარად გრომსკები იყვნენ, ჩხუბის ხმა გავიგე. კაცი ქალს ორალურ სექსს სთხოვდა, რაზეც ცოლმა მიუგო - მაგას მხოლოდ მაშინ დაგთანხმდები, როდესაც ჩვენი მეზობელი არმსტრონგების ვაჟი მთვარეზე ფეხს დადგამს".

არმსტრონგის, მთვარეზე გადასვლიდან 15 წუთის შემდეგ, ედვინ ალდრინი შეუერთდა, რომელთან ერთადაც აშშ-ის სახელმწიფო დროშა აღმართა. შემდეგ მათ მესამე ასტრონავტ, მაიკლ კოლინთან ერთად მთვარის გარშემო ბრუნვა განაგრძეს. ამ 3 ასტრონავტს შორის არმსტრონგი პირველი უნდა ყოფილიყო, ვინც მთვარეზე დადგამდა ფეხს, ვინაიდან ის რიგითი მოქალაქე იყო და არა სამხედრო პირი, როგორც მისი ორივე თანაშემწე. არმსტრონგმა მთვარეზე 2 საათი და 31 წუთი გაატარა, გაიარა 250 მეტრი. მისია დედამიწაზე 24 ივლისს დაბრუნდა, ასტრონავტებმა შესასწავლად თან ქვის რამდენიმე ნატეხი წამოიღეს.

გარდა არმსტრონგისა, "აპოლო11"-ის ეკიპაჟში შედიოდნენ: ძირითადი ეკიპაჟი - ნილ არმსტრონგი (მეთაური); ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი), მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი); დუბლიორები: ჯეიმზ ლოველი (მეთაური), ბილ ანდერსი (საკომანდო მოდულის პილოტი), ფრედ ჰეიზი (მთვარის მოდულის პილოტი).

"აპოლო 11" კენედის სახელობის კოსმოდრომიდან 1969 წლის 16 ივლისს, ადგილობრივი დროით 9 საათზე და 32 წუთზე რაკეტა-მატარებლით - სატურნი V გაუშვეს. იგი დედამიწის ორბიტაზე 12 წუთის შემდეგ გავიდა. ერთნახევარი ორბიტის შემდეგ მესამე საფეხური ჩაირთო და მან ხომალდი მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე გადაიყვანა. 30 წუთის შემდეგ საკომანდო/სერვის მოდული სატურნ V მესამე საფეხურს გამოეყო და მთვარის მოდულს შეუერთდა. ეს შეერთებული ხომალდი კი მთვარისკენ გაფრინდა.

"აპოლო 11" მთვარესთან 19 ივლისს მიფრინდა და ჩართო სამუხრუჭე ძრავა, რათა მთვარის ირგვლივ ორბიტაზე გასულიყო. შემდეგი რამდენიმე წრის დროს, როცა ხომალდი მთვარის ირგვლივ დაფრინავდა, ეკიპაჟი დასაჯდომ ადგილს ათვალიერებდა. დასაჯდომ ადგილად  "სიმშვიდის ზღვასთან" (Mare Tranquillitatis) 20 კილომეტრში არსებული კრატერი "საბინე" აირჩიეს, რადგან იგი ბრტყელი და მოსახერხებელი იყო, როგორც ეს უპილოტო ხომალდებმა - რეინჯერ-8 და სერვეიორ-5 დაადგინეს.

გარდა იმისა, რომ ამ გაშვებას ფლორიდაში არსებული კოსმოდრომის მიდამოებში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი უშუალოდ ადევნებდა თვალს, ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას 600 მილიონი ადამიანი ტელევიზიით უყურებდა, ეს კი თავის დროზე რეკორდი იყო. აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი, ნიქსონი "აპოლო11"-ის მთვარეზე დაშვებას თეთრი სახლიდან აკვირდებოდა.

მოგვიანებით ასტრონავტები მთვარეს კიდევ 6-ჯერ ესტუმრნენ. ისინი მთვარეზე სპეციალური მთვარემავლით გადაადგილდებოდნენ. "აპოლო 11"-ის მიერ ჩამოტანილ მთვარის ქვებსა და ქანებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთვარისა და დედამიწის შესწავლაში.

მთვარეზე "აპოლო11"-ის დაჯდომისთანავე გავრცელდა ფოტო, სადაც არმსტრონგი, ამერიკის დროშას ამაგრებს მთვარის ზედაპირზე, სწორედ ამ ფოტოდან წამოვიდა მოსაზრება, რომ ამერიკელებმა მთვარზე დაჯდომა დადგეს და ეს ყველაფერი იმიტაცია იყო. სურათზე ჩანს, რომ დროშა ირხევა, სწორედ ამ ფაქტით ამყარებენ ამ მოსაზრებას, რადგან მთვარზე, სადაც სრული ვაკუუმია, შეუძლებელია დროშა ირხეოდეს. ამ იდეას ყველაზე მეტად საბჭოთა მეცნიერები ლობირებდნენ, რადგან საბჭოთა კოსმონავტიკისათვის (რომელიც იმ დროისთვის ძალიან განვითარებული იყო) მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ამერიკელების ამხელა წარმატება. ამ იდეას ძალიან დიდი ხნის მანძილეზე ჰყავდა მხარდამჭერები და დღესაც ჰყავს, თუმცა ცოტა ხნის წინ "NASA"-მ გამოაქვეყნა ექსპედიციის აქამდე უცნობი ფოტოები, რითიც დღემდე არსებულ კითხვებს პასუხი გაეცა.

არმსტრონგის პატარა ნაბიჯი მთვარეზე მართლაც უდიდესი იყო კაცობრიობისათვის. ამ დღის შემდეგ კოსმოსის კვლევის აბსოლუტურად ახალი ეტაპი დიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს