ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს მიიღო. პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. დაკავებულებს ბრალად ედებოდათ "წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ასევე, ბრალდებულ ლ.კ.-ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა".

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ:

როსტოს პირველი კომენტარი სასამართლო პროცესზე -"შეიძლება იმ სკამზე დედაჩემი, ან მამაჩემი ყოფილიყო"

"როსტომ" თავად აჩვენა ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებს" - ლევან როსტოშვილის მეგობარი დაკავების დეტალებს ჰყვება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ