"პროფესიონალია თავის საქმეში..." - რას წერს "როსტოს" გათავისუფლების შემდეგ მისი შეყვარებული

"პროფესიონალია თავის საქმეში..." - რას წერს "როსტოს" გათავისუფლების შემდეგ მისი შეყვარებული

ტელეწამყვანის ლევან როსტოშვილის გათავისუფლების შემდეგ მისი შეყვარებული ნატულია ხატიაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს ძალიან ბედნიერი ვარ! მადლობა ყველას ვინც მირეკავს, მწერს! საოცრად მახარებს ის, რომ იზიარებთ ჩემს სიხარულს, მაგრამ მადლობა დამოუკიდებელ თავისუფალ სასამართლოს! რაც მთავარია უდიდესი მადლობა თამარ მერლანი-ს ! ის უდიდესი პროფესიონალია თავის საქმეში. 3 თვის განმავლობაში მედგა მე და ლევანს და მის ოჯახს როგორც და, ძმა და საერთოდ საოცარი ადამიანია. მიყვარხართ ყველა! და კიდევ ერთხელ მადლობა", - წერს ნატულია.

ცნობისთვის, ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო 150 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა მოუწევს მასთან ერთად დაკავებულ მსახიობ ლაშა კურტანიძესაც.

აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი ჩანაცვლების შესახებ ბრალდებულთა ადვოკატმა იშუამდგომლა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ორივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მათ გირაოს თანხის შესატანად 5 დღიანი ვადა აქვთ.

ასევე ნახეთ: "როსტოს" და "კურტანას" პირველი ფოტოები გათავისუფლების შემდეგ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს