"ამხელა ჟურნალს ვაკეთებ, მანეთი არ მაქვს, აკადემიას ვხელმძღვანელობ - მანეთი არა მაქვს" - ქუთაისის მერის ახლადდანიშნული მრჩეველი

"ამხელა ჟურნალს ვაკეთებ, მანეთი არ მაქვს, აკადემიას ვხელმძღვანელობ - მანეთი არა მაქვს" - ქუთაისის მერის ახლადდანიშნული მრჩეველი

შოთა მურღულიამ მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ლანჩავა მრჩევლად დანიშნა. მერის ბრძანების მიხედვით, ლანჩავა ამ პოსტზე ერთწლიანი ვადით არის დანიშნული.

ლანჩავა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ ის მრჩევლად საკუთარი თხოვნის საფუძველზე დანიშნა.

"მერმაც შემომთავაზა და მეც მქონდა თხოვნა იმიტომ, რომ ამხელა ჟურნალს ვაკეთებ, ერთი მანეთი არ მაქვს, იმხელა გაზეთს ვაკეთებ – მანეთი არ მაქვს, აკადემიას ვხელმძღვანელობ – მანეთი არა მაქვს. ბოლოს და ბოლოს, ცოდვა არა ვარ? მანეთი არა მაქვს. მე ვთხოვე, ვუთხარი, გავივსე ვალებით. არც ერთი ბანკი არ არის, ვალი რომ არ მქონდეს. ვენაცვალე მაგას, მადლობელი ვარ. შევიდა მდგომარეობაში, დამნიშნა. თუ გამოვადგები და თუ რამეს გავუკეთებ, ვეცდები, თუ არა და რა ვქნა. მინდა, რომ მოვეხმარო მაგასაც, ჩემს ქალაქსაც, ჩემს თავსაც", - ამბობს ქუთაისის მერის ახლადდანიშნული მრჩეველი.

იხილეთ ვრცლად

kutaisipost.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა