"ადამიანი", რომელსაც ავარია ვერ კლავს - თუ არ გინდა ჰგავდე მას, იარე ნელა და არ დაარღვიო!

"ადამიანი", რომელსაც ავარია ვერ კლავს - თუ არ გინდა ჰგავდე მას, იარე ნელა და არ დაარღვიო!

ეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ყელი არ აქვს, ნებისმიერ ავარიას გადაურჩებაო. ეს არის გრემი - ოპტიმირებული მძღოლი, რომელსაც ავარია ვერ მოკლავს! გრემი არ არის მაინცდამაინც ლამაზი, მაგრამ ლამაზი არც უნდა იყოს. იმიტომ, რომ გრემი ისეთი ადამიანის პროტოტიპია, რომელიც ნებისმიერ ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩებოდა.

"გადაურჩებოდა" - აქ მთავარი სწორედ ეს სიტყვაა, რადგან გრემი ნამდვილი კი არ არის, არამედ სკულპტურა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების ავსტრალიურმა ორგანომ (TAC) შექმნა. ავსტრალიელებმა ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ჩვენ, მძღოლები კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოძრაობის წესების დაცვა და მაქსიმალური სიფრთხილე ავტომობილის მართვისას.

გრემის შექმნაზე ავარიების მკვლევარმა, ექიმმა და ხელოვანმა იმუშავეს. მათთვის უმთავრესი კითხვა ასე ჟღერდა: "როგორი უნდა იყოს ადამიანის სხეული, რომ ავარიას მაქსიმალურად უვნებელი გადაურჩეს და არცერთ ავტოსაგზაო შემთხვევას არ ემსხვერპლოს?" შედეგად მივიღეთ ფიგურა, რომელიც სილიკონისგან, მინაბოჭკოსგან, სინთეზური ხელოვნური ფისისა და ადამიანის ნამდვილი თმისგან შედგება  დაათვალიერეთ მეტი ფოტო და იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს