ფონიჭალელი დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული პროკურატურას ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ფონიჭალელი დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული პროკურატურას ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ფონიჭალაში მომხდარ სასტიკ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხ. ჩვენების მიცემის პროცესში პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

როგორც დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, დაკავების დროს, ასევე სამმართველოში მუდმივად ხდებოდა მასზე ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა.

მოსამართლე რომან ხორავამ პროკურორებს ბრალდებულის განცხადებაზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება პროცესს, პროკურატურა გიორგი ხ-სთვის აღკვეთის ღონოსძიების სახით პატიმრობის გამოყენებით შუამდგომლობს. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულის მიმალვის საფრთხე არსებობს.

პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება დაცვის მხარე და ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, 2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული დედა-შვილის საქმეში ბრალდებული გიორგი ხ. სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. 26 წლის ბრალდებული წარსულში ქურდობის, ყაღაჩობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევია.

წაიკითხეთ: "ქელეხშიც იყო, ჭიშკართან იდგა სამძიმარზე..." - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ახლობლები ბრალდებულზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ