კრისტინა აგილერას მოცეკვავის პიკანტური ფოტო ბათუმის სასტუმროს ნომრიდან...

კრისტინა აგილერას მოცეკვავის პიკანტური ფოტო ბათუმის სასტუმროს ნომრიდან...

პოპ-ვარსკვლავი კრისტინა აგილერა საქართველოშია. მომღერალი ბათუმში 28 ივლისს, კონცერტამდე სამი დღით ადრე ჩამოვიდა. მსოფლიო ვარსკვლავი ორმოცკაციან ჯგუფთან ერთად ბათუმში, სასტუმრო Hilton-ში დაბინავდა. შეგახსენებთ, მომღერალი 30 ივლისს შეკვეთილის Black Sea Arena-ზე გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.

პოპ-ვარსკვლავმა უკვე დააგემოვნა ქართული კერძები. ის და მისი გუნდის წევრები ბათუმურ რესტორანში მიიპატიჟეს, სადაც გემრიელი ქართული სამზარეულოს დაგემოვნებასთან ერთად, ქართული სიმღერის მოსმენის საშუალებაც მიეცათ.

აგილერას მოცეკვავეებმა ბათუმის დათვალიერებაც მოასწრეს და ინსტაგრამის პირად გვერდებზე უზიარებენ შთაბეჭდილებას ინტერნეტმომხმარებლებს. განსაკუთრებით აქტიურია მოცეკვავე jaefusz, რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავს პოსტებსა და ფოტოებში.

შავი ზღვის სანაპიროზე გასეირნების შემდეგ jaefusz წერს: "დღისით არ ჩანს, თუმცა ღამით ეს არის ყველაზე მაგიური ადგილი, სადაც ზღვისა და ცის გამყოფ ხაზს ვერც კი ამჩნევ..."

დღეს დილით კი მოცეკვავე პიკანტური ფოტოთი მიესალმა მეგობრებს: სასტუმროს ნომერში გადაღებულ ნახევრადშიშველ ფოტოზე jaefusz წერს: "დილა მშვიდობისა, ბათუმი!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს