"ქართული ოცნების" ახალი სახეები 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდნენ - ick.ge

"ქართული ოცნების" ახალი სახეები 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდნენ - ick.ge

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" სავარაუდო კანდიდატი კახეთის ყოფილი გუბერნატორის ბიძინა სონღულაშვილის შვილი დავით სონღულაშვილი იქნება. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ დავით სონღულაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. კერძოდ, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, 2012 წლის 11 სექტემბერს მან "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე 7 000 ლარის ოდენობით შემოწირულობა განახორციელა.

დავით სონღულაშვილი 2004 წელს (21 წლის ასაკში) საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა, საიდანაც მალევე გადაიყვანეს მინისტრის აპარატის უფროსად. შემდეგ იგი "საქართველოს ბანკის" შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ბოლო წლების განმავლობაში დავით სონღულაშვილი ბიზნესის სფეროში საქმიანობს.

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო "ქართული ოცნების" მიერ ფოთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი ირაკლი ხახუბია, რომელიც ასევე ბიზნესმენია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა