თქვენი სახე მრგვალი ან განიერია და მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი კილოგრამები არ გაქვთ სახეზე, მსუქანი ჩანხართ? ბევრს აწუხებს ეს პრობლემა. მრგვალი ლოყები გენეტიკის და იმ საკვების ბრალია, რომელსაც ეტანებით. წარმოგიდგენთ რამდენიმე ხერხს სახიდან "კილოგრამების მოსაშორებლად".
მინიმალური ალკოჰოლი
არ აქვს მნიშვნელობა, გიყვართ ლუდი, ღვინო თუ ნებისმიერი სხვა ალკოჰოლური სასმელი, ის იწვევს სახეზე ვიზუალურად წონის მატებას. თან არა მხოლოდ ავსებს სახის ფორმებს, არამედ ბერავს. იმის გამო, რომ ალკოჰოლი გაუწყლოებას იწვევს, სახე განიერდება, ამიტომ ამოიღეთ ალკოჰოლი თქვენი მენიუდან.
უარი თქვით ძალიან მარილიან საკვებზე
შეამცირეთ მარილის მოხმარება. მარილის დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმში წყალს აჩერებს, ეს კი პირდაპირ თქვენს სახეზე აისახება. პიცა, ჩიფსები, ძეხვეული და საკონდიტრო ნაწარმი ბევრ მარილს შეიცავს, ამიტომ თავი შეიკავეთ მათი მიღებისგან.
სვით ბევრი სითხე
დღეში მინიმუმ ორი-სამი ლიტრი წყალი მიიღეთ. აუცილებელია წყალი არ იყოს გაზირებული. არ ითვლება ყავა და ჩაი. წყალი ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს და სახე ნატრიუმის გამოც სივდება ხოლმე.
მიეძალეთ ცილებს
ასეთი საკვებით თქვენ მიიღებთ ნაკლებ კალორიებს, ვიდრე ნახშირწყლებით სავსე პროდუქტებით და შედეგად, წონაც ნაკლები გექნებათ. ეს აუცილებლად აისახება სახეზეც. რაც მთავარია, თქვენ მიიღებთ ცხიმების გროვის მაგივრად კუნთოვან მასას როგორც სხეულზე, ისე სახეზე.
მინიმუმ ექვსი საათი ძილი
"გაბერილი" სახის ხშირი მიზეზი ძილის უკმარისობაა. უნდა იძინოთ მინიმუმ ექვსი საათი. თუ ვერ იძინებთ, გადაივლეთ ცივი წყალი, ან გაიკეთეთ სპეციალური ლიფტინგის ნიღაბი.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.