ცნობილი სახეების ფოტოები და "სელფები" კრისტინა აგილერას კონცერტიდან

ცნობილი სახეების ფოტოები და "სელფები" კრისტინა აგილერას კონცერტიდან

30 ივლისს, შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენა მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტინა აგილერას შოუ-კონცერტით გაიხსნა. ექვსი გრემის მფლობელმა ვარსკვლავმა მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარი სანახაობა და თავბრუდამხვევი შოუ წარუდგინა. მომღერალი საქართველოში პირველად იმყოფებოდა.

ერთსაათიან შოუს 10 000-მდე ქართველი და უცხოელი მაყურებელი დაესწრო. სტუმრები შთაბეჭდილებებს აზიარებენ სოციალურ ქსელში - Black Sea Arena-ს უზარმაზარმა დარბაზმა და კრისტინა აგილერას კონცერტმა თითქმის ერთნაირად აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება.

კონცერტს უამრავი ცნობილი სახე დაესწრო, მომღერლები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები. მომღერლები ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი და სოფო გელოვანი აგილერას მოსასმენად ერთად მივიდნენ, მეგობრებთან ერთად ესწრებოდა კონცერტს მომღერალი მაკა ზამბახიძე. ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილიც ავრცელებს ფოტოს Black Sea Arena-დან.

მეუღლესთან, ხატია სიჭინავასთან და მეგობრებთან ერთად დაესწრო კონცერტს მოჭიდავე რამაზ ნოზაძე.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შოუს ორ ვაჟთან ერთად დაესწრო. მასთან ერთად აგილერას შოუს თვალს ადევნებდა რეპერი ბერა ივანიშვილი. კონცერტზე იმყოფებოდა პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე.

საოპერო მომღერალი თამარ ივერიც მეუღლესთან ერთად ესტუმრა Black Sea Arena-ს. კონცერტზე ასევე იყვნენ, იუნა და დეა შაფათავები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს