"ის ხშირად ძველი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენის ''ინიციატორი'' ხდება" - რა გველოდება რეტროგრადული ურანის პერიოდში

"ის ხშირად ძველი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენის ''ინიციატორი'' ხდება" - რა გველოდება რეტროგრადული ურანის პერიოდში

"რამოდენიმე დღეა ურანი სტაციონარულია. მალე კი, 3 აგვისტოდან რეტროგრადული გახდება. გაივლის ახლა ისევ იმ გრადუსებს რაც აქამდე დირექტულობის პერიოდში გამოიარა. ამიტომ ზოგზოგი რამ წარსულიდან ისევ შეიძლება განმეორდეს. ურანი ტრანსფორმაციის და ევოლუციის პლანეტაა, რეტროგრადულობის დროს კი მისი ენერგია პიროვნების შიგნით, შიდა სამყაროსკენაა მიმართული. ამიტომ საკუთარ თავში ცვლილებების შეტანაც მოგვინდება, ძველ იდეებთან და მენტალური წამოწყებებთან მიბრუნებებიც არაა გამორიცხული. ამავდროულად მოემზადეთ გარკვეული კრიზისული სიტუაციებისათვის, რომლებიც საჭიროა დრომოჭმულთან გამოსამშვიდობებლად, და პიროვნული ზრდისათვის. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ თქვენს გარშემო ბევრი ასტროლოგიის სწავლას შეუდგება. ისინიც კი ვინც აქამდე ამ სფეროთი ნაკლებ იყო დაინტერესებული. ამ ხუთი თვის მანძილზე ურანი ადამიანებში ტრადიციების ნგრევის ტენდენციებს გააღვიძებს, გააძლიერებს ჩვენს სურვილს, ვიყოთ ერთადერთი, განუმეორებელი და უნიკალური.

ეს საუცხოო პერიოდია საკუთარი '' მე''-ს წარმოსაჩენად, თვითრეალიზაციისა და ახალი იდეების წამოსაჭრელად. ამაში რეტრო ურანი შეგიწყობთ ხელს. არაშაბლონურობა საუკეთესო მოკავშირე იქნება მათთვის, ვინც წარმატებისაკენ მიილტვის.

თუმცა ამის გარდა ჩნდება სურვილი წინაღუდგე უფროსობას, ხელმძღვანელობას, კონკურენტებს და ზოგადად ნებისმიერ შეზღუდვებს. რეტრო ურანის პერიოდი არაა ხელსაყრელი დრო საქმიანი პარტნიორული ურთიერთობებისათვის, მაგრამ ამავდროულად ხელს უწყობს კოლექტიურ ძალისხმევებს.

კიდევ ერთი თვისება რეტრო ურანისა - ის ხშირად ძველი, თითქმის მივიწყებული სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენის ''ინიციატორი'' ხდება ხოლმე.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, განსაკუთრებით კი ინტერნეტგამოცემები მოწოდებული იქნებიან ფართო მასებში პროგრესული იდეების გასატანად..

საზოგადოება გადახედავს თავის ურანულ პრინციპებს თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე. ის შინაგანად უფრო გახსნილი და თავისუფალი გახდება.

ვინაიდან ურანი მართავს ისეთ თემებს, როგორიცაა თანამოაზრეთა ჯგუფები, ახალი ტექნოლოგიები, კომპიუტერები, თვითმფრინავები, აეროპორტები და ზოგადად ავიარეისები, ეს ყველაფერი ძალზე აქტუალური გახდება მიმდინარე პერიოდში. არაა გამორიცხული რაიმე ახალი გამოგონება, ან აღმოჩენა ამ სფეროში".

ასტროლოგი ხათუნა ნოელი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს