თინა ხიდაშელის ბოლო სელფი თავდაცვის მინისტრის რანგში

თინა ხიდაშელის ბოლო სელფი თავდაცვის მინისტრის რანგში

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.

უკვე ყოფილი მინისტრი დღეს თანამშრომლებს დაემშვიდობა და ერთწლიანი მინისტრობის პერიოდი შეაჯამა. თანამშრომლებს ყოფილმა მინიტრმა მადლობა "ფეისბუქის" პირად გვერდზეც გადაუხადა:

"დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ ერთი წლის განმავლობაში ერთად გავლილი გზისთვის, ყველა პროექტის და ღონისძიებისთვის, რომელიც ერთად განვახორციელეთ. საკმაოდ მძიმე წელი იყო, პრობლემებით და წინააღმდეგობებით დატვირთული. სწორედ, ასეთია ჩვენი ქვეყანაც - მშვენიერი, ძლიერი, საინტერესო, მაგრამ, პრობლემებით და წინააღმდეგობებით სავსე. იმედი მაქვს, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად გაწეული შრომის შედეგად, შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო მცირედით მაინც უკეთესია, ცოტა მეტად მაინც გაძლიერდა და...", - წერს ხიდაშელი პირად გვერდზე.

მინისტრის რანგში თინა ხიდაშელმა თანამშრომლებთან ბოლო ფოტოებიც გადაიღო, რომელსაც მინიტრის მრჩეველი იმედა დარსალია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს