რა წესები უნდა დაიცვათ, თუ მატარებლით შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობას აპირებთ

რა წესები უნდა დაიცვათ, თუ მატარებლით შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობას აპირებთ

ალბათ, ყველას გვქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც მთელი ოჯახით ქალაქიდან გავდივართ, არ შეგვიძლია, ჩვენი შინაური ცხოველი ვინმეს დავუტოვოთ და მისი თან წაყვანა გვიწევს.

ცხოველების ტრანსპორტირების საკითხი საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას, რადგან ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი არ არის გათვალისწინებული საკუთრივ ცხოველთა მგზავრობისთვის. შესაბამისად, ცხოველების პატრონები, შესაძლოა, მათი გადაყვანის დროს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

როგორც ZooClub.ge-ს საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მგზავრს თუ ცხოველ(ებ)ის გადაყვანა სურს, მას მთლიანი კუპის დაქირავება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოველებთან ერთად მგზავრობა ნებადართული არ არის.

სამგზავრო მატარებლებში დიდი ჯიშის ძაღლების, მათ შორის, სასამსახურო ძაღლების, გადაყვანა წარმოებს:

ა) საბარგო ვაგონებში სპეციალური კონტეინერებით ან ქვეშიანი ყუთებით პატრონების ან თანმხლებების მეთვალყურეობით, რომლებმაც უნდა იმგზავრონ ამავე მატარებელში;

ბ) ლოკომოტივის მომდევნო პირველი მაგარი სამგზავრო ვაგონის არასამუშაო ტამბურში

(არა უმეტეს ორი ძაღლისა) თანმხლებების მეთვალყურეობით, რობლებმაც უნდა იმგზავრონ ამავე ვაგონში;

გ) რეგიონალური მატარებლის ტამბურში (არა უმეტეს ორი ძაღლისა) თანხმლების მეთვალყურეობით (მუხლი 71).

1. მცირე ჯიშის ძაღლებისა და ლეკვების გადაყვანა ყველა მატარებლის ყველა მაგარ ვაგონში დაიშვება იმ პირობით, თუ ისინი მგზავრებს ჰყავთ ტარაში (ჩანთაში, კალათაში, გალიაში და სხვა) წაიკითხეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს