"გამგეობაში გვითხრეს, ნასაკირალში ოპოზიციამ გაიმარჯვა და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთო" - დაბა ნასაკირალის მთავარი პრობლემა

"გამგეობაში გვითხრეს, ნასაკირალში ოპოზიციამ გაიმარჯვა და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთო" - დაბა ნასაკირალის მთავარი პრობლემა

დაბა ნასაკირალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სიდიდით გამოირჩევა. ეს ის დაბაა, სადაც თითქმის ყველა არჩევნებში მმართველი პარტია 80 პროცენტით იმარჯვებდა. თუმცა, წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დაბა ნასაკირალის მოსახლეობამ ხელისუფლებას უარი უთხრა. როგორც ნასაკირალის მეხუთე რაიონში მცხოვრებლები ამბობენ, ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება, დაპირებებიდან კი არაფერი სრულდება. მათი განცხადებით, ნასაკირალელებისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მეხუთე რაიონში, სამი მრავალბინიანი სახლია, მცხოვრებლები კი მხოლოდ ერთი ჭით სარგებლობენ. ჭა მათი საცხოვრებლიდან 300 მეტრშია. წყალს ღამის 4 საათიდან ეზიდებიან. აქაური ქალები ამბობენ, რომ უწყლობა მათ უამრავ პრობლემას უქმნის - ზაფხულში ჭაც შრება, მოსახლეობას შორის კი კონფლიქტური სიტუაცია იქმნება.

"ჩვენი ყველაზე დიდი და გადაუჭრელი პრობლემა უწყლობაა. ამხელა რაიონში არის მხოლოდ ერთი ჭა, რომელზეც დამოკიდებულია 20 ოჯახი, დაახლოებით, 50 ადამიანი. ისიც უკვე დამშრალია; სასმელი, სარეცხი, მოსარწყავი, დასასუფთავებელი... ყველაფერს ამ ჭით ვაკეთებთ. წყლის ზიდვით ქანცგაწყვეტილებმა როგორღა უნდა იმუშაონ? კაცები თურქეთში არიან სამუშაოდ. ვინ მოგვეხმარება? ჩვენი დილა ღამის 4 საათიდან იწყება - უნდა მოიტანო წყალი ვედროებით, შეავსო ყველა ჭურჭელი. შემდეგ წაიღო სარეცხი და გარეცხო იმ ჭაზე, საიდანაც სასმელ წყალს ეზიდება ამდენი ოჯახი. არაფრის დრო აღარ გვრჩება, რომ სხვა საქმიანობა შევძლოთ. იმიტომ არ მივეცით ხელისუფლებას ხმა, რომ, რასაც დაგვპირდნენ, არ გაგვიკეთეს. ჩვენი სოფლის გამგეობაში მივედით და ასე გვითხრეს, აქ "ნაციონალებმა" გაიმარჯვეს და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ მოვთხოვთ ხელისუფლებასო. გზაზე გრეიდერი გადაატარეს და ცოტა უკეთესობა არის. ქვეყანა რომ მოიაროთ, ასეთ უპატრონო უბანს ვერ ნახავთ" - ამბობს ადგილობრივები.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა