„გაიზიარეთ ჩვენი სამმაგი სიხარული! შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ!“ – თბილისის ზოოპარკში მატებაა

„გაიზიარეთ ჩვენი სამმაგი სიხარული! შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ!“ – თბილისის ზოოპარკში მატებაა

თბილისის ზოოპარკში მატებაა. სასიხარულო ინფორმაცია მათ ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელეს. როგორც ირკვევა, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ზოოპარკში პირველად გაჩნდნენ ლომები.

"და აი, ის დიადი დღეც დადგა, როცა ჩვენი შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ!

წყლადიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველად გაგვიჩნდა ლომები!

თეთრი ლომები! 3 ცალი! 3 სიღუნღულე! 3 ბუთხუზა ბოკვერი!კლეოპატრას მშობიარობა გაურთულდა, კარგა ხანს გვანერვიულა.

თანაც, ლომის მშობიარობა ხუმრობა საქმე ხომ არაა - ვერც ბებიაქალს მიახმარებ, ვერც აუხსნი, როდის რა გააკეთოს, ვერც პატარების გამოსაყვანად შეხვალ...

მშობიარობა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ჩვენმა ვეტექიმებმა იყოჩაღეს და აგერ - შედეგიც სახეზეა. კლეოპატრაც და ბოკვერებიც კარგად გრძნობენ თავს. დედა მონდომებით იცავს შვილებს.

ვოლიერს რომ უახლოვდები, ქუხს და გრგვინავს გალომებული (აფთარი რომ ყოფილიყო, გააფთრებულს დავწერდით). ისინი კიდევ, ციცქნები, დაღოღავენ დედის უკან და პატარა პირებს სასაცილოდ აფჩენენ დამთქნარებისას.

ამჟამად დახურულ ვოლიერში იმყოფებიან. ალბათ რამდენიმე დღეში დედა ბავშვებს გარეთაც გამოიყვანს სასეირნოდ და მერე ყველას გექნებათ მათი მონახულების შესაძლებლობა.

მანამდე კი ამ ფოტოებით დატკბით და გაიზიარეთ ჩვენი სამმაგი სიხარული!", - წერია ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

"ნიღბები და სოციალური დისტანცირება..." - პაატა იმნაძე განმარტავს, რა მოეთხოვებათ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში