"ქართველი როკფელერის" ჯემპრებით დაწყებული ბიზნესი

"ქართველი როკფელერის" ჯემპრებით დაწყებული ბიზნესი

"თუ გინდა იყო წარმატებული, რამდენიმე თვით ან წლით ადრე უნდა დაინახო ის, რასაც სხვა ვერ ხედავს" - ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ გადაცემა "ბიზნეს PRESS"-ში განაცხადა, სადაც მან ასევე ისაუბრა საკუთარ ბიზნეს ისტორიაზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა ბევრ საინტერესო თემაზე.

- თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში სულაც არ იყო ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია. ჯემპრების ყიდვითა და გაყიდვით დაიწყეთ საქმიანობა...

- ეს იყო ჩვენთვის, ჩვეულებრივი გარიგება. ძალიან პატარები ვიყავით მაშინ. მე და ჩემმა მეგობრებმა სვიტრები ერთ ადგილზე შევისყიდეთ, თბილისის მეორე უბანში გავყიდეთ და ფული ვიშოვეთ. ჟინი გვქონდა, რომ წარმატებულები ვყოფილიყავით. ერთის მხრივ ჟინი და მეორე მხრივ, თვითრწმენა - რომ მე რაღაცის გაკეთება შემიძლია. ეს თუ გამომივიდა, ეხლა მოდი, ავტოკალამს გავყიდი, ხვალ შეიძლება მანქანა ვიყიდო და გავყიდო. კომუნისტების ეპოქაში ასეთ ხალხს საქმოსნებს ეძახდნენ და ზოგს იჭერდნენ. ყოველ შემთხვევაში, პრესტიჟული არ იყო ეს საქმე... მედიკოსების ოჯახში ვიზრდებოდი, მშობლებს სურდათ, ექიმი ვყოფილიყავი.

ჩვენს ირგვლივ ნათესაობა, უმეტესობა ექიმი იყო. ამიტომ მათი შვილებიც ექიმები უნდა ყოფილიყვნენ - ეს აპრიორი იყო იმ პერიოდში. მაგრამ, მე მე-9 მე-10 კლასში უკვე ჩამოყალიბებული ვიყავი, ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ სამედიცინო ინსტიტუტში არ შევიდოდი. მე უნდა გავმხდარიყავი ეკონომისტი. ეკონომისტობა ისეთი არაპრესტიჟული იყო მაშინ, რომ გარკვეული ბარიერების მსხვრევა მომიხდა. ჩემი მშობლების თხოვნა ჩემთვის ძალიან ღირებული იყო. ამიტომ, ადვილი არ იყო ამაზე უარის თქმა. მაგრამ, საინტერესო წიგნებმა გამიტაცა და ჩემი მიზანიც მკაფიოდ ჩამოყალიბდა.

- მათ შორის იყო როკფელერის ბიზნესისტორია. გახდით ქართველი როკფელერი?

- არა, ეს არ არის ჩემი მთავარი ამოცანა. ჩვენ თანხებს არ ვითვლით. მთავარია, ბიზნესი წარმატებული და მომგებიანი იყოს - გვაძლევდეს სამართლიან მოგებას. გვსურს, ჩვენი წვლილი შეგვქონდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. რაც შეეხება ჯონ დევისონ როკფელერის ისტორიას, მან ისევე როგორც ჩვენ, ნულიდან დაიწყო ბიზნესის კეთება. ძალიან რთული პერიოდი გაიარა და პირველი მსხვილი ბიზნესმენი გახდა. იმ პერიოდში, მე-19 საუკუნის 70-80-იან წლებში, ეს იყო პირველი ადამიანი, ვინც მსოფლიო ასპარეზზე ყველაზე ძლიერი ბიზნესმენი გახდა... განაგრძეთ კითხვა

"ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე - მოვუწოდებ კოლეგებს, მაგალითი მისცენ საზოგადოებას" - ამირან გამყრელიძე

ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი და გამყრელიძე-ზახაშვილის ემოციები ყუთების გახსნის დროს - ფოტოები აეროპორტიდან

შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება - ეკატერინე ტიკარაძე